გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, საგურამო, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ

ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მოზარდი დღის პირველ ნახევარში სკოლაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. მათივე ცნობით, სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული.

ჩერნობილის და 9 აპრილის დაზარალებულები და გარდაცვლილთა ოჯახები გაზრდილ საპენსიო დანამატს მიიღებენ

საქართველოს მთავრობამ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ დადგენილება გამოაქვეყნა. პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც 15 იანვარს გამოქვეყნდა ირკვევა, რომ 1 იანვრიდან ჩერნობილის ატომური კატასტროფით დაზარალებულები პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 40 ლარის საპენსიო დანამატს მიიღებენ. ხოლო, 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 60-დან 80 ლარამდე დანამატს. უფრო კონკრეტულად: · ჩერნობილში ბირთვულ […]

“ახალი რეგულაციების შედეგად, შესაძლოა ფარმაცევტულ ბიზნესს იმდენად დიდი მოგება ვეღარ ჰქონდეს, როგორიც წინა წლებში ჰქონდა”

ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლელა სულაბერიძის შეფასებით, ახალი რეგულაციების შედეგად, შესაძლოა ფარმაცევტულ ბიზნესს იმდენად დიდი მოგება ვეღარ ჰქონდეს, როგორიც წინა წლებში ჰქონდა. როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, ფარმაცევტულმა სექტორმა რეგულაციებს ფეხი უნდა აუწყოს. „შესაძლოა იმდენად დიდი მოგება ფარმაცევტულ ბიზნესს ვეღარ ჰქონდეს როგორიც წინა წლებში ჰქონდა, თუმცა არაფერს განსაკუთრებულს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო […]

გრიგალაშვილი: ანტიდასავლური რიტორიკის კონტექსტში, პრობლემაა ჩინეთთან გაუგებარი ურთიერთობები

ქართული ოცნების მიერ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ჩინეთში დელეგაციის გაგზავნასთან დაკავშირებით ტაბულა პოლიტიკური გაერთიანება გირჩი-დროას ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი გრიგალაშვილს ესაუბრა. როგორც გრიგალაშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან პრობლემაა არა ეკონომიკური კავშირები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებით დამყარებული “გაუგებარი ურთიერთობები”. “თავისთავად, პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ [ჩინეთთან] რაღაც ტიპის ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს და რაღაც ტიპის თავისუფალი მიმოსვლის ურთიერთობებთან დაკავშირებით მიდიოდეს მსგავსი […]

სამხრეთ კორეამ ჩიპების მწარმოებელი ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდიანი გეგმა წარადგინა

სამხრეთ კორეამ წარადგინა გეგმა, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კორეული ნახევარგამტარების კომპანია SK Hynix და ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Samsung Electronics სამხრეთ კორეაში მსოფლიოში უდიდესი ჩიპების მწარმოებელი ქარხნების ჰაბის ასაშენებლად $470 მილიარდს დახარჯავენ. მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმით, 2047 წლამდე კერძო სექტორიდან ჩიპების წარმოებაში 622 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონის ($471 მილიარდი) ინვესტიცია ჩაიდება. ამ თანხით უკვე არსებულ 21 […]

დონაძე წერეთლის გამზირზე: ოთხივე ახალი შერჩეული კომპანია ქართულ ოცნებასთან აფილირებულია

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების თემას გამოეხმაურა. დონაძე ამბობს, რომ ოთხივე ახალი კომპანიის მეწილეები, რომელთანაც მერიამ ქუჩის განახლების დასასრულებლად კონტრაქტები გააფორმა, სხვადასხვა დროს, ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანები არიან. დონაძე ფიქრობს, რომ კალაძემ თბილისელებს ბოდიში უნდა მოუხადოს და სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. “სამუშაოების დაწყებისთანავე, კალაძეს ვაფრთხილებდით, რომ ის კომპანიები, რომლებიც […]

პატარა რაჭველ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება – ოჯახს არ აქვს მედიკამენტებისა და გამოკვლევების თანხა, რომელიც ყოველი თვის ბოლოს უტარდება

პატარა რაჭველ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახს მედიკამენტებისა და გამოკვლევების თანხა სჭირდება, რომელიც ყოველი თვის ბოლოს უტარდება. გამოკვლევები ჯამში თვეში ერთხელ 1000-1500 ლარამდე ჯდება. გიორგი ბერიშვილმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დამარცხა. მან გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დაუტოვა გართულებები. აქვს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბადდამოკიდებული. ოჯახს იმედი აქვს, რომ პატარას სრულ გამოჯამთელებამდე საზოგადოება მხარში დაუდგება. […]

ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს,- ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა დეკემბერში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. “ჩვენ დავიწყებთ მუშაობს ჩვენს საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვამზადოთ კავშირი 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოსთვის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ […]

კონფლიქტები, ნდობის კრიზისი, კლიმატური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტი – რაზე კეთდება აქცენტები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

დავოსის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – რამდენიმე წუთში დაიწყება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი მომავალი”- ეს არის თემა დისკუსიის, რომლის მოდერატორიც USAID-ის წარმომადგენელი იქნება. ამ შეხვედრის ანონსში ვკითხულობთ, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში საგანგაშოდ ბევრ ადამიანს კლავს, მონაწილეებმა კი უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მასშტაბის […]