გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს, კანონმდებლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის და სამოქალაქო საზოგადოების წარნმომადგენლებს. ქართული მხარე გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების დახმარებით ქვეყანა ანტიკორუფციული კუთხით კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. “შეხვედრის დროს ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე და […]

RMG Gold-ის მოგებამ 58 მლნ ლარს გადააჭარბა, RMG Copper 74 მილიონიან ზარალზეა – ვის ეკუთვნის კომპანიები?

საქართველოში სპილენძისა და ოქროს მადნის უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგი, RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკია. RMG Copper-სა და RMG Gold-ს 2022 წელს 800 მილიონ ლარამდე შემოსავალი ჰქონდა: · RMG Copper – შემოსავალი 2022 წელს 469.3 მილიონი ლარი, წმინდა ზარალი 74.1 მილიონი ლარი; · […]

საქართველოში 2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო, რომელთაგან 99 რუსეთის, 40 ინდოეთის, 18 უკრაინის და 31 აზერბაიჯანის მოქალაქეა

2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო – მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაგან 99 რუსეთის, 40 ინდოეთის, 18 უკრაინის და 31 აზერბაიჯანის მოქალაქეა. უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 5 746 პირზე გაიცა; მეორე კვარტალში 7 299 პირზე; მესამე კვარტალში მოწმობა 7 420 […]

რუსეთში აცხადებენ, რომ ბელგოროდზე რაკეტებით თავდასხმა მოიგერიეს

დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები […]

74-ე ბერლინალეს სექცია „პანორამა” გაიხსნება ლევან აკინის ფილმით

2024 წლის ბერლინალეს ტრადიციული სექცია „პანორამა” გაიხსნება ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინის ფილმით – “Crossing”. ლია ყოფილი მასწავლებელია, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს ეძებს. იგი ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება, სადაც შეხვდება ევრიმს, ადვოკატს, რომელიც ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის. თეკლა კი, დეიდასთან საერთო ენას პოულობს – ასეთია ფილმის აღწერა, რომელშიც მთავარ როლს მზია არაბული ასრულებს. „თავის […]

გოგას ორმაგი დუბლი და დეჟანტე მარის ბაზერ ბითერი – “ატლანტამ” “ორლანდოს” ბოლო წამებზე მოუგო [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ატლანტა ჰოუქსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 106:104 დაამარცხა. მატჩის მომგები ტყორცნა შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე “ქორების” უკანახაზელმა დეჟანტე მარიმ შეასრულა. “ორლანდოს” ცენტრმა გოგა ბითაძემ მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. “მეჯიქიდან” პაოლო ბანკერომ თავი […]

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 […]

ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინამ ოლქის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დღეს დილით ბელგოროდის ოლქში ათი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგები: ჩვენი მიმართულებით ათი რაკეტა გამოუშვეს, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა წარმატებით ჩამოაგდო“, – აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია რაიმე დაზიანების შესახებ, გარდა იმისა, რომ ბელგოროდის […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა. ,,ავტოსადგომის გაფართოებით გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის […]

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის, ახალი სანიაღვრე ქსელის, მწვანე სივრცეების, გარე განათების სისტემებისა და დეკორატიული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მოადგილეებთან კახა გურულთან და ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, მერიის შესაბამისი […]