რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი დახარჯული აქვს ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ

რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი დახარჯული აქვს ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 2012 წლიდან მაქსიმუმ 18% აქვს დეკლარირებული იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ. მთლიანმა თანხამ, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, 85 400 000 ლარი შეადგინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონიდან მინიმუმ […]
ლავროვი ჩინეთში ჩადის და უკრაინაში ომს განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთს სტუმრობს. ორდღიანი ვიზიტისას ის უკრაინაში ომთან და ორი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვსა და მის ჩინელ კოლეგას შორის შეხვედრისას განიხილავენ ორმხრივ პარტნიორობას და სხვა “მწვავე საკითხებს” როგორებიცაა “კრიზისი უკრაინაში” და აზია-წყნარი ოკეანის აუზთან დაკავშირებული საკითხები. გასულ თვეში საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” წერდა, რომ […]
ე.წ. აგენტების კანონის განხილვა 12 აპრილს დაიწყება

პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 12 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. „ქართული ოცნების“ წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება საგაზაფხულო სესიის [28 ივნისი] დასრულებამდე. ამავე დროს განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ალტერნატიული პროექტები, რომლებიც წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“. ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, […]
პრეზიდენტი „აგენტების კანონზე“ სასაუბროდ ელჩებს შეხვდა

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!.. საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში […]
ისრაელი ღაზაში რაფაჰზე შეტევისთვის ემზადება

ისრაელის ლიდერები 8 აპრილს ამზადებდნენ სამხედრო ოპერაციებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაჰაფისთვის, რომელსაც თავს აფარებს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელთა უმრავლესობა, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე. პარალელურად, კაიროში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებიდან ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო Al-Qahera “მნიშვნელოვან პროგრესზე” იუწყება, მოლაპარაკებები მომავალ დღეებშიც უნდა გაგრძელდეს. ისრაელმა და “ჰამასმა” ეგვიპტეში კვირას გაგზავნეს დელეგაციები, მანამდე, შაბათს, იქ ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური […]
ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე – გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში

გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფაქტია, მაშველ რგოლად ჰყავთ გახარია „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში. „გახარია გაააქტიურეს […]
აშშ ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან, სანქციებით ემუქრება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით დაემუქრა. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ რუსეთის ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია – მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები. ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა“. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართველმა […]
გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო მასზე საუბარი, “რისი პირობაც შარშან დაიდო”. “ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი […]