იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ – ეს ბრძოლის კანონპროექტია და უნდა დავასახელოთ, ვის ვებრძვით – მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს

ეს ბრძოლის კანონპროექტია და ჩვენ უნდა დავასახელოთ, თუ ვის ვებრძვით – ვისაც ზოგადად, ამ კანონპროექტით ყველაზე მეტად ებრძვიან, არის აშშ-ი და მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს , – აღნიშნული განცხადება “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. “ამ კანონის ამოქმედება ყველასთან ბრძოლა გამოვა – მათ შორის ქართველებთანაც. მე არც ერთ ასეთ […]

გიორგი ამილახვარმა 200-ზე მეტ მასწავლებელთან პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც 200-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად, მინისტრმა თბილისში არსებული სკოლების პედაგოგებთან განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, პედაგოგების ახალი სახელფასო პოლიტიკა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების […]

ლადო პაპავა – მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს

სრულად მივესალმები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ რეზერვების ნაწილი სწორედ მონეტარულ ოქროში განთავსდეს, – აცხადებს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მისი განმარტებით, რისკების დაზღვევისთვის რეზერვების დივერსიფიკაციაა საჭირო. მისი თქმით, საქართველოსაც მსგავსი ნაბიჯი სჭირდებოდა. „დღეს როდესაც მსოფლიოში გლობალურად არასტაბილური ვითარებაა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ არ არის დასრულებული, ომი გრძელდება ღაზას სექტორში ყველა ცდილობს დააზღვიოს თავის რისკები. ერთ-ერთი […]

ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფაროს და შავი ფულისთვის ასე იბრძოლონ

ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფაროს და შავი ფულისთვის ასე იბრძოლონ „ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით აღელვებული ხალხი ისევ ფარად აიფაროს და შავი ფულისთვის ასე იბრძოლონ. აღარ გამოუვათ, რადგან მათ გვერდით ქუჩაში იქნებიან მხოლოდ მათი ამომრჩევლები და არა ის საზოგადოება, ვისი მოტყუებაც შარშან შეძლეს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში […]

ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდ სტიქიურ უბედურებას ებრძვის

ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას efecomunica ავრცელებს. ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით ადგილობრივი. დატბორილია ათი რეგიონი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი. პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. დანგრეულია ხიდები და დატბორილია ათასობით სახლი.

Turkish Airlines-მა პოლონეთის აეროპორტებში გაფართოება გადაწყვიტა

Turkish Airlines-მა პოლონეთის აეროპორტებში გაფართოება გადაწყვიტა. ავიაკომპანიამ 31 მარტიდან რეგულარული ფრენების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ავიაკომპანია ახლა სტამბოლიდან ვარშავას მიმართულებით კვირაში 14 სიხშირით (10-ის ნაცვლად) დაფრინავს, ხოლო კრაკოვში კვირაში ოთხჯერ (სამი ნაცვლად). ივნისიდან ეს უკანასკნელი მარშრუტი შვიდ რეგულარულ რეისამდე გაფართოვდება. მანამდე Turkish Airlines-მა ასევე შეცვალა განრიგი სტამბოლი-კიშინიოვის რეისებზე. ყველაფერი იმის გამო, რომ უკრაინის ცა ჯერ კიდევ […]

საგარეო კომიტეტმა წელს „რუსულ კანონის“ განხილვა აირიდა

პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება. ოპოზიციამ მოითხოვა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, განსახილველად გადაეცეს სხვა კომიტეტებსაც, ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩათვლით. უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა. სხდომის წამყვან გიორგი ვოლსკის თქმით, სხვა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ, იურიდიულ საკითხთა […]

„ჩვენ, ქართველ ხალხს ვინ უნდა ჩაგვიგდოს ენა, ხელისუფლებამ?“ – ლადო აფხაზავა რუსულ კანონზე

„სამარცხვინოა ქვეყნის ხელისუფლება ამას აკეთებდეს. გაოცებული ვარ. კიდევ მეოთხე ვადით კაცო, კიდევ მეოთხე ვადით? – დიახ, მეოთხე ვადისთვის ხდება ეს. როგორც ჩანს, მათი კვლევები აჩვენებს, რომ შეიძლება იმ პროცენტებით ვერ გაიმარჯვონ არჩევნებში, მეოთხე ვადა რომ გაახანგრძლივონ. ასე მოიქცა პუტინი, ის 30 წელია უკვე ხელისუფლებაშია და როცა ძალიან გაუჭირდა, ეს კანონი შემოაგორა. ყველაფერი ასე დაიწყო, რომ […]

“გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის არმიის ორშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჰაერო თავდასხმა განახორციელა სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური. არმიის განცხადებით, „ჰეზბოლას“ მეთაურმა, ჩრდილოეთ ისრაელზე, რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. საუბარია, „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების მეთაურ, ალი აჰმას ჰასინზე. „ჰეზბოლამ“ საკუთარი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მისი ვინაობის გასაჯაროვების გარეშე გაავრცელა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმის შედეგად, კიდევ ორი სხვა ადამიანი […]

მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

ქართული ოცნების მიერ ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის დარეგისტრირების შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს. “იხილეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, […]