შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა. ინფორმაციის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირებზე გაამახვილა. „მხარეებმა ისაუბრეს ორივე რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ვაჭრობის “შუა დერეფნის” პოტენციალის რეალიზებისთვის. ამავე კონტექსტში მიმოიხილეს […]
მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციასთან ენგურჰესის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აშშ – ის შინაგანი დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, შპს “ენგური ატრაქციის” დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოში აშშ – ის საელჩოსა და USAID – ის მისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, […]
პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის პარტია “რუსული კანონით” საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს – თვითონ ისედაც კარგად გრძნობენ თავს და შოულობენ მილიონებს, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია

ივანიშვილის პარტია “რუსული კანონით” საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება აღქმული როგორც ერთიანი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მეორე რაუნდი ჩაატაროს და ამით პოლიტიკური ეგო […]
რუსული კანონის განხილვას იურიდიული კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს დაიწყებს

ე.წ. რუსული კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს, ორშაბათს დაიწყებს. ინფორმაცია ფორმულას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა. თავდაპირველად, კომიტეტს კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირაში, კერძოდ კი პარასკევს, 12 აპრილს უნდა დაეწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ განხილვა ერთი სამუშაო დღით გადაიწია. პარლამენტში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 9 […]
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქუთაისიდან რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ავიამარშრუტები – Wizzair

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ქუთაისიდან გაუქმებული და გადადებული რეისები ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება. ჟაჟა ტრუბეკი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ ავიამარშრუტების “რაც შეიძლება, სწრაფად” აღსადგენად. “შემიძლია, დავადასტურო, რომ ვიზეარის ფრენების გადადება-გაუქმებასთან დაკავშირებული ვითარება კომპანია Pratt & Whitney-ის ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ჩვენი კონტროლის მიღმაა. სწორედ ესაა […]
ტრამპის მრჩევლის თქმით, WP-ს სტატია ტრამპის მიერ უკრაინის რეგიონების დათმობაზე, ყალბია

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა გამოცემა Washington Post-ის სტატიაში გამოყენებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს. “ეს არის WP-ს ფეიკნიუსი, ისინი იგონებენ ამას”. – თქვა მილერმა New York Post-თან ინტერვიუში. ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად საუბრებში თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მისი გეგმა […]
მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია – ლაზარე გრიგორიადისი

დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, მათ შორის, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმაც. ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის მარტის აქციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად საზოგადოება არ გადასულა აგრესიულ მდგომარეობაში. მისი თქმით, ვინც დარბევა დაიწყო და “გამოხატვის თავისუფლება დაარღვია” თავად პოლიციელები იყვნენ. “ აგრესიული ქმედებები წარმოიშვა […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმეში პროკურატურის მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესებია მიმდინარეობისას არსებულ დარღვვებზე განცზადებას ავრცელებს: ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესების მიმდინარეობას არსებითი განხილვის დაწყებიდან აკვირდება. ჩვენი შეხედულებით, საქმეში გამოძიებისა და სასამართლო სხდომების ფარგლებში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაჭიანურების გარეშე გამოიტანოს სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული განაჩენი. დღეს, 8 აპრილს, […]
ზელენსკის განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა – “იგეგმება იძულებითი დეპორტაცია

ვოლოდიმირ ზელენსკის No142/2024 განკარგულებით ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდს” გიორგი ხმელიძეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ ხმელიძეს დაკავების იზოლატორში აცნობეს, სადაც ის 25 მარტს, დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს. ამრიგად, ბათილად გამოცხადდა 2009 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გიორგი ხმელიძე უკრაინის მოქალაქედ ითვლებოდა. “დნეპროს რაიონულმა სასამართლომ კრიმინალურ “ავტორიტეტს”, იძულებითი დეპორტაციის უზრუნველსაყოფად, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა”, – წერს უკრაინული მედია. […]
ოთარ ნადარაია – ოქროში რეზერვების გარკვეული წილის ფლობა რაციონალურია

რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია, – ასე აფასებს “თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სებ-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. როგორც ნადარაია მიიჩნევს, ეს უკვე საერთო ტენდენციაა და რეზერვების გარკვეული ნაწილის ოქროში ფლობა საჭიროც კი არის. „საერთო ტენდენცია, რომ გარკვეული წილი საერთაშორისო რეზერვების არის ოქროში. მთლიანად არის გარკვეული რისკი, რადგანაც ოქროს ფასი არის […]