საქართველოს ქალთა ნაკრები დღეს ბელარუსს დაუპირისპირდება

ნინო პასიკაშვილმა ბელარუსის ნაკრებთან ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატჩი 9 აპრილს კვიპროსში გაიმართება. საქართველოს ქალთა ნაკრების გამოცდილი მოთამაშის თქმით, ძლიერ მეტოქესთან ფრეც დადებითი შედეგი იქნება. „ვფიქრობ, რომ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის. ლიეტუვასთან დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი მოლოდინი გვაქვს. გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ფრეც დადებითი შედეგი იქნება, […]

“ბოლო 48 საათში რაღაცები შეიცვალა” – დე ლაურენტისმა კონტე მაინც დაითანხმა?

გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს “პარტენოპეის”, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა სურს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, თავდაპირველად კონტე “პარტენოპეის” შეთავაზებას არც განიხილავდა და ამ კლუბში გადასვლის შანსს მხოლოდ 10%-ით აფასებდა, ახლა კი ეს ციფრი […]

სუსი „ჰავანის სინდრომზე“: არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „ჰავანის სინდრომის“ შესაძლო დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანამ გაატარა „სავსებით ამომწურავი რეაგირება“ და აღარ მიიჩნევს საჭიროდ, ამ ეჭვის უსაფუძვლობა ხელახლა ამტკიცოს. სუსის განცხადებაში წერია, რომ „უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე“. სუსის განცხადება შეეხება The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ გარემოებებს, რომელთა მიხედვითაც, „ჰავანის სინდრომი“, – „ჯანმრთელობის […]

ჯ. პატიაშვილის დაშიფრული დეპეშა №217/ш სკკპ ცენტრალურ კომიტეტს(1989 წ. 7 აპრილს 20 სთ 40 წთ)

საქართველოს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დაშიფრული დეპეშები. აღნიშნული დეპეშები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს ჯ. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის უსაფრთხოების არქივმა გადმოსცა. ეს დოკუმენტები თავის დროზე რუსეთის უახლესი ისტორიის არქივიდანაა აღებული. ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს 1989 წ. 7 აპრილი შემოსული […]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – ნატო უკრაინის კონფლიქტში ბლოკის ჩართვის საფრთხეს აცნობიერებს

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ში საღი აზრი და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა. „თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გამოჩნდება, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკი რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ არ გვინდა ასეთი განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი […]

კობა კობალაძე – ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის, რომ ვიყოთ ერთიანები და თავისუფლები!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, დღეს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. „35 წელი გავიდა […]

წყალტუბოსა და ხონში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

მიმდინარე წლის 6 და 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 21-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა […]

რუსეთის ქალაქ ორსკში საპროტესტო აქცია გაიმართა – მოსახლეობა წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს

რუსეთის ქალაქ ორსკში საპროტესტო აქცია გაიმართა. ასობით ადამიანი რუსეთის ხელისუფლებისგან დასახლებების წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვდა. შეკრებილების თქმით, წყალდიდობამ მათი საცხოვრებელი სახლები და ქონება დააზიანა, რის გამოც ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაპირებული ყოველთვიური კომპენსაცია, 10 000 რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 100 დოლარს შეადგენს, არასაკმარისია. 5 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ორენბურგის […]

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 13 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 159-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. „აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) მოიცავს. […]

„აშშ მოუწოდებს რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს“ – მეთიუ მილერი

შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაუბრუნოს და სახიფათო თამაშებისგან თავი შეიკავოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ აკვირდება სიტუაციას ელექტროსადგურზე. ასევე, გაეცნო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალურ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ დრონით დარტყმის შედეგად მიყენებულ დაზიანებას, საბედნიეროდ, საფრთხე არ შეუქმნია ბირთვული უსაფრთხოებისთვის. „ჩვენგან ადრეც გსმენიათ, რომ რუსეთი ძალიან სახიფათო თამაშს […]