“ჩვენზე ბრაზს თავი დაანებეთ” – მდინარაძე ალტ–ინფოს

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ალტ–ინფოს და მის ლიდერებს მიმართავს და ამბობს: “კონსერვატორულ მოძრობას”, “ალტ ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ. ახერხებენ ნაცმოძრაობაც კი, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და დიდი სიამოვნებით, ჩემთვის იქნებოდა ერთ-ერთი კარგი დღე, თუ რაიმე შეცდომა ექნებოდათ დოკუმენტებში, პირადაპირ ვამბობ, ყოველგვარი […]

ეს კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს – მილერი

აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით: “ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ცხადად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის ავნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ, ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან […]

პროკურატურა – ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა

საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, […]

პაატა დავითაია – ამდენი წლის შემდეგ ქართველ ხალხს ისევ უწევს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა

9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ამ დღემ გადამწყვეტი როლი ითამაშა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდებოდა 70 წლის განმავლობაში. ამდენი წლის შემდეგ ქართველ ხალხს ისევ უწევს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა ოკუპაციის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ებრძოდა წლების განმავლობაში – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობას ყოველთვის […]

მამუკა მდინარაძე – „ალტ-ინფოს“ ვურჩევ, დოკუმენტები სწორად შეავსონ – ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, ვიღაცებმა შევსება რომ არ იციან

„კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ვურჩევ, რომ დოკუმენტები სწორად შეავსონ – ჩემთვის ერთ-ერთი კარგი დღე იქნებოდა, თუ [“ნაციონალურ მოძრაობას”] რაიმე შეცდომა ექნებოდა დოკუმენტებში და ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ პარტია რეგისტრაციაში ვერ მოხვდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია “კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში “ნაცმოძრაობაც” კი ახერხებს, რომ დოკუმენტები სწორად […]

ლევან ხაბეიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე – ეს ერთი გუნდის ორი მხარეა – ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია

ეს ერთი გუნდის, ორი მხარეა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია. როდესაც დასჭირდებათ ამ ადამიანებს გამოიყენებენ, როდესაც არ სჭირდებათ შეუძლიათ, რომ მოისროლონ, გადააგდონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებაში „ახლა ფიქრობენ, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ კანონის პარალელურად, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება […]

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. 9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი […]

გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], ამიტომაც არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში

გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], ამიტომაც არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში როგორც ამბობენ, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი. ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, […]

ხელვაჩაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ხელვაჩაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპული გმირებს ხსოვნას პატივი მიაგეს. 1989 წლის 9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს უდიდესი გარდატეხა მოხდა […]

ევროკომისიამ ევროპარლამენტში წარადგინა დირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება

ევროკომისიამ ევროპარლამენტში წარადგინა დირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება ევროკომისიამ, ევროპარლამენტში განსახილველად წარადგინა ევროდირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებს და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს თავიანთ ეროვნულ დონეზე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” […]