დენის შმიგალი – უკრაინის ტერიტორიის 26% პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინაში, დაახლოებით, 156 ათასი კვადრატული კილომეტრი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 26%, პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო. „ვცდილობთ შევქმნათ ეფექტური ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები“, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ნაღმებისგან გაწმენდაში უკვე ჩართულია ორი […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – PLMCN 24 გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გამოყენებითი ფიზიკის სფეროში მნიშვნელოვანი, რიგით 24-ე რეგულარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სინათლისა და მატერიის შეკავშირების ფიზიკა ნანოსტრუქტურებში – PLMCN 24“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, 4-დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად […]
“9 აპრილი ასე მახსოვს…” – რას წერს გიორგი კეკელიძე

9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და მაგიდის საპირისპირო მხარეს დამსვეს – ტელეკრანისგან ზურგით. ათში ჩემი დაბადების დღეა. რაღაც ნამცხვარს აცხობდნენ და დაიწვა. გვიან დავფიქრდი – როგორ უნდა დაჯდეს მსგავს ამბებთან კაცი – ზურგით თუ პირდაპირ. ტელევიზორში დაღუპულთა შესახებ აცხადებდნენ. გარეთ მზიანი ამინდი იდგა. გაზაფხულის ამინდი. პატარა ვიყავი. საბავშვო […]
“ოცნება ამბობს, აქ ერთადერთი რუსეთუმე პარტია მე ვარო?” – სადღობელაშვილი

უნდა გვიხაროდეს რომ რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია გააუქმა? რას ნიშნავს ეს? შეცდა რომ დაარეგისტრირა? თუ ოცნება ამბობს რომ აქ ერთადერთი რუსეთუმე პარტია მე ვარო?
სომხური არასამთავრობოები საქართველოს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ

სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარდაჭერის წერილით მიმართეს საქართველოს, ქართველ კოლეგებსა და პარტნიორებს, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ამ წერილით ჩვენ, სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ცალკეული პირები, გამოვხატავთ მტკიცე სოლიდარობას თქვენ მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, […]
ვარლამ გოლეთიანი: მათი მიზანია, ყველას, ვინც ხმას იღებს, იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ

“მათი მიზანი ისაა, რომ ყველას, ვინც ხმას იღებს, იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და “რიონის ხეობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ნეტგაზეთთან ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ინიციირებულ “რუსულ კანონის” კომენტირებისას. მისი თქმით, კრიტიკული ხმების იარლიყებად მონიშვნის შემდეგ იმასაც მოიფიქრებენ, როგორ გებრძოლონ უკვე, როგორც აგენტს. “ეს არის იმის მექანიზმი, რომ ჩვენნაირი ხალხის […]
საელჩოები 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურებიან

9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელებში განცხადებებით ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, ყურადღებას ამახვილებენ თავისუფლების, როგორც ღირებულების მნიშვნელობაზე და მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. […]
“ივანიშვილს შეშინებული ქოცების დაწყნარება სჭირდებოდა… ეს რუსის გავარდნილი…” – ჩერგოლეიშვილი

„კი, მაგრამ რაში აწყობს ბიძინა ივანიშვილს ჩაწყნარებული ვითარების აღელვება, ეს მის ინტერესებში არ არის”. ეს კითხვა მესმის ხშირად წესიერი ადამიანებისგან და ცოტა იმ გულუბრყვილო დასავლელებს მაგონებს, „პუტინს არ აწყობს მეზობელი ქვეყნების დაპყრობაო“, რომ ამტკიცებდნენ. ივანიშვილი სამყაროს თქვენი თვალებიდან არ ხედავს მეგობრებო, თავისი თვალებიდან ხედავს. მისი ავტორიტეტი დგას ძალმომრეობაზე. ნებისმიერი დათმობა მას მიაჩნია სისუსტის გამოვლინებად და […]
Turkish Airlines-ი პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც შინაური ცხოველების პასპორტი შემოაქვს

Turkish Airlines-ი, პირველი ავიაკომპანიაა, რომელსაც შინაური ცხოველებით მოგზაურთათვის სპეციალური პასპორტი „PAWSPORT“ შემოაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ttnworldwide ავრცელებს. ინიციატივა მიზნად ისახავს განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველყოფას მგზავრებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ შინაურ ცხოველებთან ერთად. Turkish Airlines-ის „PAWSPORT“ შეზღუდული ტირაჟით გამოვა. იმისათვის, რომ გახდეთ ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს, მოგზაურებმა ავიაკომპანიას უნდა გაუგზავნონ პირადი შეტყობინება თემაზე – „ცხოველის პასპორტი“.
ბრიტანეთის საელჩო: მხარში ვუდგავართ ქართველებს ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის შენებაში

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას X-ზე განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ბრიტანეთი მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში. “დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში”, […]