დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა – უკრაინის დაზვერვის სპიკერი

დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. “დღეს აგერ [რუსეთმა] გადაწყვიტა FPV-დრონების მეშვეობით ვითომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის იმიტაცია მოეხდინა. უკრაინის პოზიცია გასაგებია, მკაფიოა და ერთმნიშვნელოვანია – ატომურ ობიექტებზე არანაირ სამხედრო ქმედებებს ან პროვოკაციებს არ ვახორციელებთ. ხოლო აგრესორი ბირთვული სადგურიდან უნდა გავიდეს”, – […]

გრძელდება არასამთავრობოების დაქირავებული ადამიანების მიერ, საინფორმაციო ფურცლების ჩამოხევა, სადაც გამჭვირვალობის კანონზე ინფორმაციაა დატანილი

გრძელდება არასამთავრობოების დაქირავებული ადამიანების მიერ, საინფორმაციო ფურცლების ჩამოხევა, სადაც გამჭვირვალობის კანონზე ინფორმაციაა დატანილი გრძელდება დაქირავებული ადამიანების მიერ, საინფორმაციო ფურცლების ჩამოხევა, სადაც გამჭვირვალობის კანონზე ინფორმაციაა დატანილი და რასაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი განზრახ უწოდებს “რუსულ კანონს”.

სუხიშვილი: ევროპისა და ამერიკის გვერდზე დგომა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი

დღემდე არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების – ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა […]

აშშ, ჩინეთი, ყაზახეთი – ბიტკოინის TOP-მაინერი ქვეყნების რეიტინგი

ენერგიის მოცულობა, რომელსაც ბიტკოინის მაინერები ყოველწლიურად მოიხმარენ კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად 348 ტერავატი/საათია. გამოთვლითი სიმძლავრის, ანუ ჰეშრეიტის მიხედვით, გლობალურ რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელზედაც საერთო სიმძლავრის 37.8% მოდის. რეიტინგში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს და მასზე გლობალური სიმძლავრის 21.1% მოდის. დაახლოებით 5 წლის წინ, ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყნის მთავრობამ მაინინგი აკრძალა, […]

საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა ანტმანის ხელმძღვანელობით სწორად თამაში დაიწყო, მაგრამ კარგი ფიზიკური მომზადებით ვერ გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ასპექტში უფრო ძლიერ ბელარუსთან დაიჯაბნა. მოლოდინისამებრ უპირატესობას მეტოქე ფლობდა, რომელმაც პირველ მატჩში კვიპროსს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრები თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და […]

გია ვოლსკი ოპონენტებს – ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროება

პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. ვოლსკი იხსენებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დუბრავკა შუიცას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც შუიცა უცხოური ჩარევის […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური […]

DAAD-ის სტიპენდიანტები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას რუსულ კანონზე

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტები ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონი გამორიცხავს ევროპულ მომავალს და ქვეყანას რუსეთთან აკავშირებს. DAAD-ის სტიპენტიანდები გმობენ რუსული კანონის ხელახლა მიღების მცდელობას და აღნიშნავენ, რომ ეს კანონი დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია და საფრთხის ქვეშ აყენებს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა DAAD-ის […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობა” თუ “შემზღუდავი კანონი” – შეფასებები ვაშინგტონიდან

საქართველოს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღებას. კანონპროექტი, რომელმაც ერთი წლის წინ ქვეყნის შიგნით მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, ქვეყნის გარეთ კი – მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, თითქმის უცვლელად, კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლება ამბობს, რომ ის სიტყვა „აგენტებს“ აღარ გამოიყენებს, და რეგულაციების სამიზნე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“ იქნებიან. პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებით, […]

ირლანდიის ახალ პრემიერ-მინისტრად საიმონ ჰარისი აირჩიეს

ირლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ირლანდიის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საიმონ ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 37 წლის საიმონ ჰარისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პრემიერის თანამდებობა ვაკანტური გასულ თვეს გახდა, როდესაც ლეო ვარადქარმა 20 მარტს მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.