აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, სხვადასხვა აღმსარებლობისადმი უდიდესი პატივისცემითა და შემწყნარებლობით. „ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გილოცავთ რამადან ბაირამს! გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, სიხარულს, ერთმანეთის სიყვარულს, წინსვლასა და კეთილდღეობას“,- აღნიშნა დავით […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს. „სულ, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში Shahed-ის ტიპის 14 დრონი განადგურდა. თავდასხმა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, 2 „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი და 1 „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. უკრაინის […]

თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლოცვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ. „მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ. მათ ოჯახებს სიკეთეს ვუსურვებ, ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, მეტ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას. სახელმწიფო ყველაფერს […]

ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინიექციური მომხმარებელი ჰყავს – ექიმ-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი

„ბოლო კვლევების მიხედვით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინიექციური მომხმარებელი ჰყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, შეიძლება, ყველაზე მაღალიც კი, მსოფლიოში“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ექიმ-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კარგი ამბავი აქ ის არის, რომ ნარკოტიკის ინიექციურ მომხმარებელთა რაოდენობამ კლება დაიწყო. „ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლის დიდი რაოდენობაა. ამ კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე […]

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრების პირველი დღის მედალოსნები გახდნენ: ოქრო – გიორგი გივიშვილი (-66კგ); ვერცხლი – შოთა ბაჩოშვილი (-55კგ), მერაბ სამადაშვილი (-66კგ); ბრინჯაო – ნიკოლოზ გივიშვილი (-50კგ), ლუკა ქალიაშვილი (-55კგ), […]

ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ენერგოობიექტი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური საწარმო და რამდენიმე კერძო სახლი. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი. ენერგოობიექტზე დარტყმა იყო ნიკოლაევის ოლქშიც. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ოჩაკოვს. უკრაინის საჰაერო […]

facebook შეფერხებით მუშაობს

Facebook შეფერხებით მუშაობს. „მესენჯერის“ აპლიკაციაში შეტყობინებები დაგვიანებით იგზავნება. მომხმარებლების უმეტესობას პლატფორმაზე შესვლის პრობლემა აქვს.

ბათუმი 2024 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა – როგორია რეიტინგი

172 ქვეყნის,1 მილიონზე მეტ მოგზაურის გამოკითხვით, ბათუმი 2024 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა. აღნიშნული კვლევა European Best Destinations-მა გამოაქვეყნა, რომელიც რეიტინგს, ტრადიციულად ყოველ წელს ადგენს. კრიტერიუმები ასეთი იყო, საუკეთესო ქალაქები ევროპაში, ბუნებით, მზიანი მხარე, კულტურული და გასტრონომიული არდადეგებისთვის, სამოგზაუროდ როგორც მარტო, ისე წყვილების ან ოჯახებისთვის. საუკეთესო ოცეულში, ბათუმი ისეთ ქალაქებს შორის მოხვდა, როგორიცაა მონაკო, […]

უფლებადამცველთა ცნობით, სომხეთში რუსმა სამხედროებმა რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილებაში ამბობენ, რომ სომხეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედრო პოლიციელებმა გაიტაცეს რუსეთის მოქალაქე, ანატოლი შჩეტინი (სხვა ინფორმაციით შჩეტინინი), რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იძებნებოდა. სომეხი უფლებადამცველების ცნობით, გატაცებული პირი ჰყავთ ქალაქ გიუმრიში მდებარე 102-ე ბაზაში და მას რუსეთში გასაგზავნად ამზადებენ. ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილების მეთაურმა, არტურ საკუნცმა Важные истории-სთან საუბარში ამთქვა, […]

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყრულ […]