დიმიტრი ხუნდაძე – ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუ ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?! – შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული“

თავად ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა თუკი ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული, ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით ის გამოეხმაურა […]
გასაკვირია, რატომ მოითხოვს ხელისუფლება ასე დაჟინებით მის დამტკიცებას — ნინო სუხიშვილი რუსულ კანონზე

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. „ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ მოითხოვს ეს ხელისუფლება ასე დაჟინებით ამ პროექტის დამტკიცებას, რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ეს კანონპროექტი ჩავარდა და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის შედეგი. გასაკვრიია, რომ წელს კიდევ […]
„რუსულ კანონს“ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, — წერს ობრაიენი X-ზე. Concerned about legislative initiatives in Georgia’s Parliament […]
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ აღიარეს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა იგი მარტის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაში მიმდინარე გამოკითხვის შედეგად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ კვარა იყო „ნაპოლის“ MVP თებერვალშიც. „ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მარტის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი თავდამსხმელი Azzurri-ს („აძური“) გულშემატკივრებმა „ნაპოლის“ ოფიციალურ […]
სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დასახელდა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა. „დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“ – წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი. „სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელითაა ცნობილი, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს […]
სევასტოპოლში საჰაერო განგაშია, უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ყირიმის ხიდი. სევასტოპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინას დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და […]
გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 7 თვეში 4 568 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 5 აპრილამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა – მონაცემები ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის, სტატისტიკას ასახავს. “ყველაზე მეტი – 2107 ჯარიმა, ქალაქ თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს/მფლობელებს დაეკისრათ; დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 977 სამართალდარღვევა აღირიცხა […]
3-ჯერ არშემდგარი ტენდერი და 600 ათასით გაზრდილი ღირებულება – ფიროსმანის მუზეუმში კომუნიკაციების მოსაწყობად მორიგი ტენდერი გამოცხადდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საინჟინრო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. წინა სამმა ტენდერმა წარუმატებლად ჩაიარა და არცერთი შეთავაზება არ შესულა. პირველიდან მეოთხე ტენდერამდე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 630 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია ნათქვამი, მუზეუმის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის, კოლექციების დაცვა და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელია შენობის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური […]
გამონაბოლქვთან დაკავშირებით 7 თვეში 4 568 დარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 4 568 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. […]
სი ძინპინი მაისში საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს, კერძოდ – საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩინეთის ლიდერს საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტი ჩავა, რის შემდეგაც ბელგრადში გაემგზავრება. ევროპულ ტურნეს კი ბუდაპეშტში დაასრულებს. სი ძინპინი უნგრეთში უკანასკნელად 2009 წელს იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა შარშან პეკინში […]