ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები თბილისის ცენტრში 15 სართულიან სასტუმროს აშენებენ

ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ, 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, ინვესტორების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად გაურკვეველია, ცნობილია მხოლოდ ის რომ უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „ახალ ვარსკვლავია“, მაგრამ ვინ არის კომპანიის რეალური მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. არქიტექტურის სამსახურმა შპს „ახალ ვარსკვლავს“ არსებული მრავალსართულიანი ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა და […]
ალეკო ელისაშვილი – გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენ – საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი მართლა მექრთამეები არიან თუ არა

იმედი გვაქვს, რეგლამენტის შესაბამისად, უპრობლემოდ შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საჭიროა ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი მართლა მექრთამეები არიან თუ არა. „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენ. ყველგან უნდა […]
ლევან ხაბეიშვილი – რუსული კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას

ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, წელს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს კანონი მმართველ პარტიას არ მიაღებინონ და ხელისუფლება შეცვალონ, „რომელიც ამას ვეღარასდროს და […]
თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის

მაშინ, როდესაც ყალბი გამჭვირვალობის გამო „ქართული ოცნება“ საქართველოს აშორებს ევროპულ მომავალს და მაშინ, როდესაც დღემდე გაუმჭვირვალეა ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი სამთავრობო განკარგულებები, “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, რატომ არის მთავრობის განკარგულებები წლების განმავლობაში დაფარული ხალხისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელმაც სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. მისი თქმით, […]
მამუკა მდინარაძე – მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!

მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?! – პასუხი არ არის – დუმილი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთ ჯგუფში დაიდო „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული ბანერი, რომლის ყველა სიტყვას და პუნქტს ეთანხმება და რომელიც წაიშალა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. „არა რუსულ კანონს – […]
მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების განცხადება “რუსული კანონის” წინააღმდეგ

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა. განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ: „ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად […]
კალაძის თქმით, ბანერების გაკვრისთვის „ორივე მხარე“ დაჯარიმდება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებში მიზანმიმართულად ხდება ბანერების გაკვრა „როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან“ და დამრღვევები დაჯარიმდებიან. „მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა […]
მიხაილ როთი: „აგენტების კანონი“ ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ხელმეორედ ინიციირებულ „აგენტების კანონს“ და აცხადებს, რომ ის „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია“. როთის თანახმად, „დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არა, ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90%-ს ევროკავშირში შესვლა სურს და […]
რატომ არის ცუდი ეს კანონი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს მოიტანეთ? – მდინარაძე ოპოზიციურ მედიას

“რატომ არის შემაშფოთებელი, რატომ არის ცუდი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს მოიტანეთ?” – ასე მიმართა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს. გუშინ, 9 აპრილს მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ დღეს აძლევდათ დროს, რათა ეთქვათ, “რატომ აზიანებს [რუსული კანონი] საქართველოში რაღაცას, რასაც არ აზიანებს ევროპაში”. “რატომ არის შემაშფოთებელი [რუსული კანონი], რატომ არის ცუდი, […]
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება საჭიროების მქონე ყველა მოქალაქეს შეეხება“ – თამარ გაბუნია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. გაბუნიას თქმით, ეს შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა კერძო დაზღვევა და როგორია მისი შემოსავალი. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება შეეხება საჭიროების მქონე საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. […]