კონგრესმენი ჯო უილსონი ტრამპის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს სამიზნეში ამოიღონ „აგრესორთა ღერძი“, მათ შორის „ქართული ოცნება“

კონგრესმენი ჯო უილსონი დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს სამიზნეში ამოიღონ “აგრესორთა ღერძი”, მათ შორის “ქართული ოცნება”. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) წერილის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს. წერილს თავად უილსონიც ადასტურებს X-ის საკუთარ გვერდზე. თავის წერილში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის სახელმწიფო […]
საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა – 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ. ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება. […]
,, საკუთარ თავს არ ვაკადრებ იმის დაწერას რა გზავნილიც ხალხმა გაუგზავნა ივანიშვილს” – გიორგი თავდგირიძე

ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე: ,,კარიკატურული დიქტატურა. რუსთაველზე გაშლილმა სუფრამ და დიქტატურის მიმართ ხალხის დამოკიდებულებამ ყველაფერი გამოაჩინა. საკუთარ თავს არ ვაკადრებ იმის დაწერას რა გზავნილიც ხალხმა გაუგზავნა ივანიშვილს. ზებრების და ბაობაბების აკეცვის დრო დადგა. ხვალ ( როცა მოვინდომებთ, შეიძლება ზეგ, ან 3-4 დღეში) , გესტუმრებით იქ სადაც ჩვენი სტუმრობის ყველაზე მეტად გეშინია, მერე დენდროლოგიურში ჩამოგაკითხავთ, არც ჭორვილა […]
,, მადლობა, ბიძინა ერის გაერთიანებისთვის” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირიდან დაპოსტა: ,,ახლა რუსთაველზე ვარ… მადლობა, ბიძინა ერის გაერთიანებისთვის. მართალია, შენ მარტო დარჩი შენს შიშებთან და ერთი მუჭა ვირთხებთან ერთად, მაგრამ ეგ არაფერი…ყველაფერი კარგად იქნება!“
რუს მოსამართლეს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა

დღეს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური რესურსების კონტროლის ოფისმა, “მაგნიტსკის გლობალური აქტის” ფარგლებში სანქციები შეუფარდა მოსკოველ მოსამართლე ოლესია მენდელეევას. მოსამართლემ უფლებადამცველსა და მოსკოვის საბჭოს წევრ ალექსეი გორინოვს უსამართლოდ მიუსაჯა პატიმრობა. კონკრეტულად კი მენდელეევამ 2022 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გორინოვს, რომელმაც ციხეში ფიზიკური ტრავმა და უარი მიიღო მედიკამენტოზურ დახმარებაზე. “ვდგავართ რუსი ხალხის გვერდით, რომელზეც უფლებებისა […]
ემანეულ მაკრონი – არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშნველობას. “ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შორეული კონფლიქტები არაა. ისინი ჩვენ პირდაპირ გვეხება და საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, […]
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია – ივანიშვილისა და ხვედელიძის საახალწლო მილოცვა

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვა: „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს! შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით! დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების […]
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მოქალაქეები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და სწორედ ახალ წელს, არა სახლში, არამედ აქციაზე ხვდებიან. “შეუძლებელია ამ რეჟიმში მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება და სახლში წავიდეთ. ისინი ქვეყანას რუსული ჭაობისკენ მიაქანებენ”, – აცხადებენ ისინი.
ილია მეორე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ვიდეომიმართვაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა, პატრიარქი მოქალაქეებს მშვიდობას უსურვებს. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ. ამინ“, – განაცხადა პატრიარქმა. ფორუმი
მამუკა ხაზარაძე – 2024 წელი იყო გარდამტეხი, დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება მონობას, დიქტატს და თავისუფლების წართმევას – 2025 წელს შევცლით რუსულ ხელისუფლებას

2025 წელს ჩვენ აუცილებლად შევცლით რუსულ ხელისუფლებას , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი იმიტომ, რომ დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო. უნიკალური დღეა დღეს. ასეთი სახალხო ზეიმი და ახალი წლის აღნიშვნა პირველად ხდება ჩვენს ისტორიაში. ძალიან მაგარი განცდაა […]