“ღარიბაშვილზე უნდა დაიწყოს გამოძიება – არც მალავენ, რომ მილიონებს ფლობენ” – ბოტკოველი

შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რომელი უფრო მეტ ხალხის ფულს მოიპარავს და რომელი უფრო მეტად გამდიდრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვინახავს როგორ გამდიდრდა არა მარტო ის, არამედ მისი ოჯახის წარმომადგენლები და არც მალავენ, უკვე აღიარებენ რომ მილიონებს ფლობენ. ღარიბაშვილზე უნდა დაიწყოს გამოძიება, […]
სტატუსმეტრი: 2 ნაბიჯი ნაწილობრივ შესრულდა, 7 შეუსრულებელია

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად. ანგარიშის თანახმად, 7 ნაბიჯი […]
სალომე ზურაბიშვილი – თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული

თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის. „ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა […]
თინა ბოკუჩავა – მოსალოდნელია, რომ აშშ-მა გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს

მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის“. „მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი […]
სახალხო დამცველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი – საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზებასა და ადამიანების ღირსების შელახვაში. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური […]
რომან გოცირიძე – ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას პარტიას, „ახალს“ და „ლელოს“, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრების შესაძლებლობას არ იძლევა – აუცილებელია ოპოზიციის მსხვილი გაერთიანება

თუ რაიმე „გორბი“ არსებობს და თურმე 65%-ია „ქართული ოცნების“ რეიტინგიო, ნამდვილად გორბაჩოვს ჩაუტარებია, ოღონდ იმ სამყაროში და საიქიოდან მოსულ კვლევის შედეგებად შეიძლება შევაფასოთ ეს სასაცილო რიცხვები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „გორბი“ „ქართული ოცნების“ მომსახურე სტრუქტურაა. „ძალიან არასერიოზულია ისაუბრო კვლევაზე, რომელსაც ჰქვია “გორბი”. “გორბი” ვინაა არ […]
პროკურატურამ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები […]
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს. „ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული […]
ხაზარაძის თქმით, მერიამ თბილისში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ გასცა

პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მერიამ თბილისში იტალიური საფეხბურთო კლუბის, ტურინის იუვენტუსის აკადემიის გახსნის ნებართვა არ გასცა. “მე დავრწმუნდი, რომ კახა კალაძეს ფეხბურთიც არ უყვარს. იცით, რომ წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემია გავხსენით, რომელშიც 100 ბავშვი უფასოდ ირიცხება […] როცა ჩვენ საქართველოში იუვენტუსი შემოვიყვანეთ, პირობა იყო, რომ წალენჯიხაში იმ შემთხვევაში წამოგვყვებოდნენ, თუ მეორე აკადემია თბილისში გაიხსნებოდა. […]
ერთ ღამეს თუ გაატარებენ ხარკოვში, დარწმუნებული ვარ, Patriot-ებს სწრაფად მოგვაწოდებენ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ღამე ხარკოვში გაატარონ, რათა სწრაფად მიიღონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებები. კულებას თქმით, დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამის გამო კულება კიევისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ითხოვს. “გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი […]