შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით – მნიშვნელოვანია, ასეთი კომისიის წევრებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ ასეთი კომისიის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, თუ წარმომადგენლები გასაუბრებაში არ მონაწილეობენ. „საზოგადოებამ იცის, რომ მე ზუსტად იგივე კომისიას შევთავაზე მუშაობა, რომელიც თავის […]
“მხოლოდ მდინარაძისნაირ კლინიკურ იდიოტს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, ეს მაგალითი მოიყვანოს” – ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: მხოლოდ მამუკა მდინარაძისნაირ კლინიკურ იდიოტს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, რომ რუსული კანონის “გასაპრავებლად,” ქართულად საუბრის მაგალითი მოიყვანოს. ის რუსები გამოიყვანოს ქართული იდენტობის დამცველად, ვისაც ეკლესიების ღებვიდან დაწყებული, მართლა ქართული ენის აკრძალვის მცდელობით დამთავრებული, ყველაფერი აქვთ გაკეთებული. და იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს ლანძღავდეს, რომელებსაც ზუსტად მაგ გათეთრებული ეკლესიების აღსადგენად, მილიონები აქვთ აქ დახარჯული. […]
“მაკა ჩაიჭრა! ასე არ უნდა დაიმცირო, “გაიპუსწიაკო” თავი” – ლევან ლორთქიფანიძე ბოჭორიშვილს

გუშინ საღამოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს სტუმრობდა ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც აუდიტორიასთან ერთად ე.წ. “აგენტების კანონის” შესახებ იმსჯელა. ცხადია, როგორც ამ ტელევიზიის მესვეურებს ახასიათებს ხოლმე, უკიდურესად სასიამოვნო, კომფორტული გარემო შეუქმნეს ხელისუფლების წარმომადგენელს, ბედნიერად აგრძნობინეს თავი საპარლამენტო ლიდერს, ეკრანზე კინაღამ პეპლების ფარფატის ვიდეო გაუშვეს, დაბალ ხმაზე ჩიტების ჟღურტულის ხმაც რომ ჩაერთოთ, ურიგო არ იქნებოდა … თუმცა, […]
EU-ს ელჩი: უდიდესი პარადოქსია, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ლიდერობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშის განხილვას დაესწრო, სადაც შეფასებულია, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად. ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიმართა. პაველ ჰერჩინკის სიტყვას ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ: “ძვირფასო პარტნიორებო და ძვირფასო კოლეგებო, ამაყი ვარ, რომ დღეს […]
რეკორდის გამეორება – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში ბევრი გოლი ვიხილეთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის 4 შეხვედრაში 18 გოლი გავიდა, რაც ამ ტურნირის რეკორდის გამეორებაა. ტურნირის ამ სტადიაზე მსგავსი შედეგი 2010/11 წლების სეზონში დაფიქსირდა. აბსოლუტური რეკორდი კი 1956/57-წლებში (19 გოლი) შედგა, თუმცა მაშინ გათამაშებას ევროპის ჩემპიონთა თასი ეწოდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მეოთხედფინალური თამაშები 16 და 17 აპრილს გაიმართება.
ჩიგოგიძე მსახიობების პროტესტზე: ჩემთან რომ ვინმემ ეს გაბედოს, სცენიდან ყურით გამოვათრევ

ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე რუსულ კანონზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტის ფაქტს გამოეხმაურა. ჩიგოგიძის თქმით, ვინმემ რომ მსგავსი რაღაც მისი თეატრის სცენიდან გაბედოს, “ყურით გამოათრევს”. “ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ. ეს საკუთარი აზრი არ არის, პოლიტიკური მოწოდებაა […]
შალვა პაპუაშვილი – „გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა – ეს არის გაკვეთილი ოპოზიციისთვის, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი არ დადგებიან ქართველი ხალხის მხარეს, მიიღებენ ასეთ ვერდიქტს

„გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა – თავადაც კარგად ხვდებიან, სად იმყოფება ოპოზიცია მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ დგანან საქართველოს მხარეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც საქართველოს მხარეს დგას, მას აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. „გორბის“ კვლევები აჩვენებს იმას, რაც არის რეალობა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც და მგონი, თავადაც კარგად […]
იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ შეეძლო 70%-ზე მეტიც დაეწერა, ვერ ვხვდები, საკუთარი თავისთვის რატომ იწუწკეს, მაგრამ „ქოცები“ მორიდებული ხალხია

“ქართულ ოცნებას” მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ ამ კანონის შემოტანისთვის, რადგან მან გამოაცოცხლა ქართული საზოგადოება – ამ ქვეყანაში აშშ-ის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული ბრძოლა შეცდომაა, რომელიც ოპოზიციამ საფუძვლიანად უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოების ვალდებულებაა, დაინახოს, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და 26 ოქტომბერს შესაბამისად მოიქცეს. “თუ რამე შეძლებდა ჩვენს […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან – ეს ეპიკური ბრძოლაა

ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საინფორმაციო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც მართალ სიტყვას დეზინფორმაციითა და ტყუილით ებრძვიან. „სიტყვას და სიმართლეს […]
უკრაინამ ლიეტუვისგან დრონების საწინააღმდეგო სისტემები და გენერატორები მიიღო

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს. „ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება რუსეთის სასტიკი აგრესიით“, – აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლიეტუვაში […]