“ეს ქაჯი დგას და…” – თინა ხიდაშელი

დი-ნა-მო! რაო კალაძემ? მხოლოდ ქვეყნის მტრებიო? იმ რამდენიმე წუთში, თამაშის ბოლოს ქოჩორაშვილმა რა სითამამე, მედეგობა და ნების სიძლიერეც გამოავლინა ათ ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყანის ლიდერებს ეყოფოდათ ყველა დაბრკოლების გადასალახად და ეს ქაჯი დგას და ქვეყნის მტრებზე საუბრობს #ქოჩორაშვილი

„არ ვეთანხმები ვასო ჩიგოგიძეს — წინ ევროპისკენ!“ — ოზურგეთის თეატრის მსახიობი

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე გაემიჯნა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის განცხადებას. ჩიგოგიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ წარმომადგენლები. მან თქვა, რომ მხარს უჭერს კანონს, რომლის მიზანი სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციაა. „მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბატონმა ვასო ჩიგოგიძემ [თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა] გუშინ დააფიქსირა თავისი […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ნატო-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში თემაზე: „ნატო-ს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ”. კონფერენცია ეძღვნებოდა ნატოს დაარსების 75-ე წლისთავს და მის სამომავლო გაფართოებას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სწორედ, საქართველო იქნება ნატო-ს შემდეგი ახალი წევრი სახელმწიფო. „საქართველო დღეს […]

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან […]

გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,84 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 5,84 მილიონი ბარელით და შეადგინა 457,26 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 1,66 მილიონი ბარელით და შეადგინა 117,818 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

“სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილს!” – მილანის ქართული ფან-კლუბი

მილანის ქართული ფან-კლუბი: არ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკაა, ეს ქვეყნის არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია! ყველა სპორტსმენს აქვს უფლება ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. სოლიდარობა გიორგი ქოჩორაშვილს!

ილია დარჩიაშვილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას – მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, რათა მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია

საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ საუბრისას. მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა. „ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის რუსთავში გრანდიოზული ღონისძიება გამართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, რუსთავში, რუსთავის მერიისა და რესურსცენტრის ხელშეწყობით, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ორგანიზებით, აბიტურიენტებთან შესახვედრად გასვლითი ღონისძიება გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელშიც რუსთავის 26 საჯარო და 7 კერძო სკოლის 650 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრომაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ბიწმენდი, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, კობიაანთკარის, ფარნავაზის, მწითურის და მიმდებარე სოფლებში; 13:35-დან 18:30 საათამდე აბონენტებს […]

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 4 იუნკერი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 4 იუნკერი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა მიიღეს ლექციებსა და ერთობლივ წვრთნებში, გაეცნენ ფრანგული სწავლების მეთოდებსა და ფრანგულ არმიაში არსებულ შეიარაღებასა და აღჭურვილობას. ისინი ასევე ეწვივნენ პარიზს, მონ-სენ-მიშელსა და 1944 წლის ნორმანდიის დესანტის ადგილს. იუნკერთა ვიზიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ახალგაზრდა ფრანგ და ქართველ სამხედროთა შორის არსებული მეგობრული […]