პროკურორი – მტკიცებულებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეში იქნა მოპოვებული, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა – საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში, – ამის შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მისივე თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში გამამტყუნებელი […]
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს – რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში ერთი საუკუნეა არსებობს.მის დაარსებაში, გამოჩენილ ქართველ მიკრობიოლოგ გიორგი ელიავასთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის კანადელ მეცნიერს, ფელიქს დერელს, რომელიც ბაქტერიოფაგის ფენომენის ერთ-ერთი აღმომჩენია. 1930-იან წლებში, ეს ორი მეცნიერი ერთად მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც დაიბადა იდეა, საქართველოში უკვე არსებული ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის, ბაქტერიოფაგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ. საბჭოთა […]
ადვოკატის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღესვე მიმართავს

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდადებულის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღესვე მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა. ლიკა ბითაძე დაუსაბუთებელსა და სამარცხვინოს უწოდებს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ლაზარე გრიგორიადისს 9 […]
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა […]
საქართველო ევროპული ქსელის – Eurydice Network-ის წევრი გახდა

საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს Eurydice Network-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის 2023 წელს, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის დროს, იქნა მიღებული. „ამჟამად, Eurydice Network-ში 40 […]
გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

როგორც ლიკა ბითაძე აღნიშნავს, მას არ აქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ. “ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი,როგორც დაცვის მხარე ვარაუდობდა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში [გავასაჩივრებთ], ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა სააპელაციო სასამართლოც ჩვენი ვარაუდით დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას,თუ პრეზიდენტმა არ […]
პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად კალანდარიშვილი წარედგინა

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ […]
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება; არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია. სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში […]
ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიესაჯა
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ დღეს გამოაცხადა. ოჯახს თავიდანვე ჰქონდა მოლოდინი, რომ მას პატიმრობა მიუსჯიდნენ, შესაბამისად, ერთადერთი იმედი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეწყალების თხოვნითაც აპირებენ მიმართვას. მიღებულ გადაწყვეტილებაზე ფეისბუქში პოსტი […]
სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მე-11 კლასელი დააკავეს

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს. მძიმე ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი, მე-11 კლასელი ბიჭი. დაზარალებულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მშობლების თანხლებით გამოიკითა და ბრალი წარედგინა დაკავებულსაც.