ვოლსკი ლაზარეზე: პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, თუ შეიწყალებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება. მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება უკვე შეიტანა. “ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. […]

“ალა ლუსულ კანონს” – წულუკიანმა სტენსილის ავტორებს უპასუხა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი თავის ფეისბუქგვერდზე საპროტესტო სტენსილს გამოეხმაურა. აღნიშნულ სტენსილზე წერია: “თეა კულტურა შენი სპორტი არაა”. “ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს”, – წერს წულუკიანი.

ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონზე: საფრთხე ემუქრება ეროვნულ ინტერესებს, ევროატლანტიკურ კურსს

ახალგაზრდა ელჩები განცხადებას ავრცელებენ და მიაჩნიათ, რომ ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირება დაუშვებელია. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება “დამღუპველი” იქნება ქვეყნისთვის. “ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2023 წლებში, დაუშვებლად მივიჩნევთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ დაბრუნებას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. […]

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისზე – უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს გამოითხოვს და მის შესწავლას დამატებით დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობებენ. „ლაზარე [გრიგორიადისთან] დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც მისი საქმე დასრულდებოდა, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით. საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით […]

ლაშა ფარულავა – 9-წლიანი სასჯელი იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ საქმე პოლიტიკური შინაარსისაა და ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პატიმარია

9-წლიანი სასჯელიც იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის საქმეა და ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პატიმარია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მსჯავრდებული გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. „სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. 9- […]

16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამასთან, მათივე ინფორმაციით, თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა […]

ნინო თანდილაშვილი – საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შესამცირებლად დაფინანსებას ზრდის

ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებსა და საზოგადოების რისკებისადმი მედეგობის გაძლიერების საკითხებზე პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ […]

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა […]

“ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო” – კარლოს ტევესი

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ინდეპენდიენტეს” მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ტევესმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონტე იმ მწვრთნელებს შორის საუკეთესოა, რომლებთან ერთადაც უმუშავია. “2013 წელს “მილანში” უნდა გადავსულიყავი, თუმცა “იუვენტუსმა” ბრწყინვალედ იმუშავა და დამარწმუნეს, რომ კარიერა ტურინში უნდა გამეგრძელებინა. შეიძლება ჩემი და “როსონერის” გზები მომავალში გადაიკვეთოს და ერთხელაც ეს გუნდი […]

“თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია” – კუბანის უცნაური განცხადება

“დალას მავერიქსის” პრეზიდენტმა მარკ კუბანმა ერთმანეთს დირკ ნოვიცკი და ლუკა დონჩიჩი შეადარა. მისი თქმით, სლოვენიელი გერმანელზე უკეთესი კალათბურთელია. “არ მინდა, დირკს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ნოვიცკი ერთ-ერთი პირველია, რომელიც თავად აღიარებს, რომ დონჩიჩი მასზე უკეთესი კალათბურთელია”, – განაცხადა კუბანმა. “ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ მარკი კალათბურთში საერთოდ ვერ ერკვევა”, – აღნიშნა ხუმრობით ნოვიცკიმ. შეგახსენებთ, დირკ […]