გერმანიის კანცლერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შორცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა „სრულიად სხვა კონცეფციაა“. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. […]
გერმანიის კანცლერი – საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასე ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. „გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, […]
ირაკლი კობახიძე – სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ – აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი

დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია – ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძე, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი ყველა ძირითად პრინციპს შეესაბამება. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ […]
ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტზე – მზად ვართ, რომ დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ – ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია

გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ […]
პრემიერი – ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს რეკომენდაციების ფარგლებში – იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს

ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს, ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურმა კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება. „1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრიობის […]
მამუკა ხაზარაძე – ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა, მათ ვერაფერი გააჩერებს – საქართველოში ვერ გავა დაშინება, საქართველოში ვერ გავა სასამართლო თუ პოლიტიკური ტერორი

საქართველოში რუსული კანონი არ გავა და ვერ გავა, რადგან ეს არის რუსეთისკენ გზა, ეს არ არის ევროპისკენ გზა, საქართველოში ვერ გავა დაშინება, საქართველოში ვერ გავა სასამართლო თუ პოლიტიკური ტერორი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ პოლიტიკური განაჩენი ერთი წლის წინ, მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გამოტანილი იყო. […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. „საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის […]
შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მაულენ აშიმბაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ყურადღება გამახვილდა საექსპორტო პროდუქციის ნომენკლატურის შემდგომი გაფართოების საკითხზე. სენატის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ყაზახეთის […]
ლაშა დიაროვი – ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიანი ციხისთვის გაიმეტეს იმიტომ, რომ ევროპული მომავალი სურდა და ხმა აიმაღლა რუსული კანონის წინააღმდეგ

ლაზარეს ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, რადგან ხელისუფლება გამოძიების დაწყებამდე ეძებდა არარსებულ დამნაშავეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა განაცხადა. დიაროვის თქმით, „ჩვენი ვალია, არ მივცეთ ივანიშვილს ამ ბიჭის დასჯის უფლება! ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლაზარეს გასათავისუფლებლად!“ „ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიანი ციხისთვის გაიმეტეს იმიტომ, რომ ევროპული მომავალი სურდა და […]
ირაკლი კობახიძე – გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით – იმედი მაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსთვის გერმანიასთან […]