ირაკლი კობახიძე – ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი – თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. „გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება […]

პრემიერი – იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად და ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები”, ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები – „აგენტების კანონი”, მან ეს ტერმინოლოგია […]

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. დამატებით ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს ესპანეთის დეპუტატთა პალატის ( კონგრესის) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო ბერმუდეს დე კასტრო ფერნანდეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი განვითარების და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. „განსაკუთრებული […]

“ხელისუფლება მიზანმიმართულად აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს” – tv24

საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, რომ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა ტელეკომპანია TV24, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მაუწყებლობას. მას შემდეგ, რაც TV24-ის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის გახსნის შესახებ ღიად განაცხადა, ხელისუფლებამ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ქართულ მედიასივრცეში ახალი, დამოუკიდებელი აქტორი შემოსვლის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე […]

“მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა”– პრემიერი ევროპულ ღირებულებებზე გერმანიაში

„ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ.”

აფხაზური ოპოზიცია “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის უკან გატანას ითხოვს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კოლექტიურად მიმართა და მოითხოვა, პარლამენტიდან უკან გაიტანონ კანონპროექტი”უცხოური აგენტების შესახებ”. გარდა ამისა, ოპოზიციონერები ითხოვენ, გაუქმდეს სხვა ინიციატივებიც, რომლებიც, მათი აზრით, ზიანს აყენებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას. სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის 30-მდე წევრმა 10 აპრილს სასტუმრო “ინტერ-სოხუმში” შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მიიღეს დადგენილება, რომლითაც მიმართეს […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 11 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 85,82 (+1,61) დოლარი/ბარელზე.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები. პეტრე სარაჯიშვილს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ნევროლოგიის განვითარებაში. პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე […]

ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპულ და ევროატლანტიკურ […]