სათაურისგან დამოუკიდებლად შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია – შოლცის მთარგმნელი ხელისუფლების კრიტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას “ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა”. პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება. გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის […]

მირონ მარკევიჩი: უკრაინა ევრო 2024-ზე მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა გავიდეს

“კარპატის” ამჟამინდელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა შეუძლია: “საკვალიფიკაციო ტურნირზე გვანერვიულეს, მაგრამ კარგი შემადგენლობა გვყავს. მთავარია შედეგს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, სერგეი რებროვის შეგირდებზე ფსიქოლოგიური წყეხი მოქმედებდა, ასეთ სიტუაციაში კი ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი საუკეთესო უნარების წარმოჩენას. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გუნდი ნერვიულობას […]

როგორია სიმდიდრის გადანაწილება ევროპის ქვეყნებში და რომელია ყველაზე „უთანასწორო“

სიმდიდრის განაწილებაში უთანასწორობა ძალიან შესამჩნევია მთელ მსოფლიოში და არც ევროპა წარმოადგენს გამონაკლისს. ამის შესახებ სტატიას euronews-ი აქვეყნებს. კონტინენტის მცხოვრებლების უმდიდრესი 10% ფლობს სიმდიდრის 67%-ს, ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილი 50%-ის ხელშია ეკონომიკური სარგებლის 1,2%. Credit Suisse და UBS-ის მიერ მომზადებული გლობალური სიმდიდრის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სიმდიდრის განაწილების ხარისხი განსხვავდება ქვეყნიდან ქვეყანაში. კვლევა სიმდიდრის მდგომარეობას განსაზღვრავს პირის, […]

დარჩიაშვილი: გვინდა, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და უზარმაზარი გამოწვევები აქვს. ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ გამოწვევები დავძლიოთ, არის ის, რომ გამჭვირვალობაზე უნდა ვისაუბროთ. ტრანსფარენტულობა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ წარმატებული ევროპული ქვეყანა ვიყოთ და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ […]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველ მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილთან, მოადგილე ფუად მირზოევთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, მოადგილე ზაზა ონიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლელაშხას დასახლებაში დასრულების ეტაპზეა, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის, რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები. „პროექტის ფარგლებში, […]

ილია დარჩიაშვილი – ტრანსფარენტულობა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს, ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რომ პრემიერ-მინისტრს თავად გაეზიარებინა ის ხედვები და საჭიროებები, რომელიც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღებასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები და ერთადერთი მექანიზმი, იმისთვის, რომ დავძლიოთ […]

ჯონ კირბი – ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ირანის მხრიდან პოტენციურ საფრთხეს ჯერ კიდევ როგორც რეალისტურს, ისე ვაფასებთ, რომელსაც ახდენა შეუძლია. ამას ძალიან, ძალიან ახლოდან ვაკვირდებით”, – განაცხადა კირბიმ. კირბის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე „მუდმივ კომუნიკაციაში” იმყოფებიან ისრაელელ კოლეგებთან და გარკვეული […]

ჩეხეთის პრეზიდენტი – უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის. „ანალოგიურს [ინიციატივას] იმუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა“, […]

ირაკლი ჩიქოვანი – მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, რათა ყველას დავანახოთ, ეს არის გამჭვირვალობის კანონი ყველა სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში

მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც […]

“ამაზე მკაფიო აღიარება ჯერ არ მომისმენია” – გვარამია

ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია: კალაძემ დღეს განაცხადა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერის “დამსახურებით” ადამიანი საქართველოს ნაკრებში შეიძლება მოხვდეს. ყოვლისმომცველი რომაა საქართველოში კორუფცია, ამაზე მკაფიო აღიარება ჯერ არ მომისმენია. ps სხვა საკითხია, რომ ქოჩორაშვილმა თუ არა, მაშინ აბა ვინ უნდა ითამაშოს საქართველოს სახელით?! ცნობისთვის, კახა კალაძემ, რომელმაც ნაკრების წევრ ქოჩორაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ევროკავშირის […]