“საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი” – ირაკლი კობახიძის განცხადება

“საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი” – ირაკლი კობახიძის განცხადება აი რა განცხადებას აკეთებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით: „მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, […]

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს “აგენტების კანონის” გამო

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას, განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. განცხადებაშია ნათქვამი, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. “შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს […]

“არა რუსულ კანონს! თავისუფლება ლაზარეს!” – კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადება

კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან. “ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ არ შევურიგდებით საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას და ჩვენი კონსტიტუციისა და თუ დემოკრატიის პრინციპების უარყოფას. მაშინ, როცა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და გადაწყვეტილებები აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ამოცანებს ისახავს მიზნად, ყოველი ადამიანის […]

ბრიტანეთის საელჩო: კანონი ხელს შეუშლის პარტნიორების ძალისხმევას განვითარების ხელშეწყობაში

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ლონდონი შეშფოთებულია კანონპროექტის ხელახალი წარდგენით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღების შემთხვევაში, რუსული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს პარტნიორების ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევის საქმეში. “დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში […]

6 მიზეზი რატომაც უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ლაზარე – დავით ზურაბიშვილი

ვფიქრობ, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი და საამისოდ მას აქვს მიზეზთა მთელი კასკადი, რომელთაგან ნებისმიერი საკმარისია შეწყალების გადაწყვეტილებისთვის და ერთობლიობაში ხომ საერთოდ. 1. ლაზარეს არ უმტკიცდება მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ის არსად ფიქსირდება არც კამერებში და არც არანაირი მოწმის ჩვენება არ არსებობს მის წინააღმდეგ, გარდა ორი პოლიციელის საკმაოდ არეული და არადამაჯერებელი მონათხრობისა. 2. მისი დაპატიმრების […]

პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიაში თარჯიმანიც კი ნაცი დახვდა – “ნაცია, ბოროტად გააყალბა”

პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა, რომ გერმანიაში, თარჯიმანიც კი ნაცი დახვდა, რომ კანცლერს არ აქვს ოცნების კანონპროექტზე სწორი ინფორმაცია და ა.შ, და ა.შ, კობახიძემ გერმანიაში ვიზიტი დაიწყო ბრალდებებით და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს სახელით და მანდატით, ასევე ბრალდებების რეჟიმით დაასრულებს ამ შეხვედრას. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც […]

გერმანიის კანცლერი ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოხატა ისრაელზე ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმის თაობაზე. შოლცმა ბერლინში განაცხადა, რომ საფრთხეს, რომელიც წარმოიქმნა, ძალიან სერიოზულად მიიჩნევენ. მანაც და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ირანისთვის ცხადად ეთქვათ, რომ სამხედრო მოქმედებები დაუშვებელია. კანცლერის ოფისმა ადრე გამოაცხადა, რომ იყო მცდელობები, ჩინეთს შუამავლის როლი ეთამაშა კონფლიქტში. შოლცი ჩინეთს 15 […]

საელჩო – დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. „შემოთავაზებული კანონი, თუ […]

გერმანიის პრეზიდენტის ოფისი – გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში გერმანულ-ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს […]

ერთი წელი მოსამართლეების სანქცირებიდან – სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო სანქციები აამოქმედა, ერთი წელი გავიდა. მაშინ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 2023 წლის 5 აპრილის განცხადების საფუძველზე, სანქციები დუწესდათ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს. სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზეზად განცხადებაში მოსამართლეების „მნიშვნელოვან კორუფციაში“ […]