პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 100 000 დოლარს სთხოვდა, შსს-მ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ტ. გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა […]

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კომპანია ავრცელებს. ცნობილი მოდის დიზაინერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფლორენციაში სახლში გარდაიცვალა. კავალიმ ბრენდი საკუთარი სახელით 1970 წელს დააარსა.

შაბათ-კვირის ლარის კურსი – რა ღირს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით, 15 აპრილის ჩათვლით: 1 აშშ დოლარი – 2.6709 ლარი ეღირება;1 ევრო – 2.8453 ლარი;1 ფუნტი – 3.3333;1 ლირა კი 0.0826 ლარი;

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 16 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. თბილისში 13 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 აპრილს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 […]

თბილისში, შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრეივ) მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავბა წავკისის და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

„საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე“ – ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა. იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო საქმეთა მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მინისტერიალში მონაწილეობისათვის და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა. „საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა […]

ქართული თხილის ექსპორტი 55%-ით შემცირდა – მიზეზები

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან $105 990-ის ღირებულების 57.32 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, ამ ორი თვის მანძილზე, თხილის (ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაუცლელი, ტყის კაკალი ანუ თხილი Corylus spp.) 76.8% (44.00 ტონა) უზბეკეთში გავიდა; 17.45% (10 ტონა) ისრაელში, ხოლო 5.75% (3.32 ტონა) სომხეთში. უზბეკეთი- 66 000 დოლარის ღირებულების 44.00 ტონა (1კგ- 4.02 ლარი) ისრაელი- 35 […]

ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გერმანიის გეომეცნიერების კვლევითი ცენტრის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამ დროისათვის სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო პრეზიდენტის ფოტოგრაფი თანამდებობას ტოვებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე სამსახურს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის ასახელებს გასული წლის მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. „ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს […]

ელისო ბოლქვაძე ავსტრიის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, კრისტოფ თუნ- ჰოჰენშტაინს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ავსტრიაში მოქმედი კულტურის სტრატეგიის პროგრამა და ინოვაციური ხედვები კულტურის სფეროში. ასევე საუბარი შეეხო კულტურის დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესებში. უწყების ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ციფრული მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა. შეხვედრას […]