რიში სუნაკი – რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანული თავდასხმის დრონები ჩამოაგდეს, – ინფორმაცის BBC-ი ავრცელებს. სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში. „სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნეს. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ირანული თავდასხმის […]

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი – ამ ეტაპზე, ირანი არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ უყოყმანოდ დაიცვას თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“. „ლეგიტიმური თავდაცვის უფლების გამოყენება აჩვენებს ირანის პასუხისმგებლობიან მიდგომას რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. ამ ეტაპზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ დაიცვას თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი […]

მერეტის ბავშვური შეცდომა – “ფროზინონემ” ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლი” “ფროზინონეს” მასპინძლობს, 52-ე წუთისთვის ანგარიში 1:1-ია. “პარტენოპეიმ” პირველი ნახევარი მატეო პოლიტანოს ულამაზესი გოლით მოიგო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს მერეტის შეცდომით ვალიდ ჩედირამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

უკრაინის დასახმარებლად პარტნიორებს აქვთ ყველაფერი, საჭიროა მხოლოდ გადაწყვეტილება-ვოლოდიმირ ზელენსკი

ომში უკრაინის დასახმარებლად “პარტნიორებს მთელს მსოფლიოში ყველაფერი აქვთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. “მსოფლიოს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ნებისმიერი რაკეტის, „შაჰედებისა“ და ტერორის სხვა საშუალებების შესაჩერებლად. მსოფლიოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომელსაც რეალური, საიმედო უსაფრთხოების დაბრუნება შეუძლია,”-წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ შეაჩეროს რუსული ტერორი და დაიცვას თავისი […]

ირანის საელჩო – თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება

თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება,- ამის შესახებ ირანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნავენ, ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთგული რჩება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპებისადმი და ხაზს უსვამს თავის მტკიცე პოზიციას, რომ არ ესწრაფვის რეგიონში დაძაბულობის ან კონფლიქტების ესკალაციას. „ისრაელის რეჟიმის […]

სოფო ჯაფარიძე – ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირჩევთ ევროპას და დასავლეთს

დიახ, ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირჩევთ ევროპას და დასავლეთს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ექიმებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, განურჩევლად პროფესიისა თუ პოზიციისა ხმა ყველამ უნდა ამოიღოს და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ერთად უნდა დადგნენ. „ქართველი ექიმები ქვეყნის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი ხალხის და […]

გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას – ენტონი ბლინკენი

უმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას. გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა და აშშ-ს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს. „აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ალექს მერეტმა პენალტი მოიგერია და “ნაპოლი” გაშვებული გოლისგან იხსნა [VIDEO]

სერია A-ს 31-ე ტურში “ნაპოლი” “ფროზინონეს” მინიმალური ანგარიშით ამარცხებს. სტუმრებს პენალტის გატანა შეეძლოთ, თუმცა სოულეს დარტყმული ალექს მერეტმა მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ფროზინონეს” 1:0 ამარცხებს [VIDEO]

სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ფროზინონეს“ 1:0 ამარცხებს. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მცველი ჩამოიცილა, ოსიმენი მეკარე ტურატის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მალე პოლიტანომ შესანიშნავი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. შემდეგ ოსიმენმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. 29-ე წუთზე რაჰმანიმ საჯარიმოში ჩედირა წააქცია, მაგრამ სულეს პენალტი მეკარე მერეტმა არ გაატანინა. […]