ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი – ამ ეტაპზე, ირანი არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ უყოყმანოდ დაიცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი ახალი აგრესიისგან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“. „ლეგიტიმური თავდაცვის უფლების გამოყენება აჩვენებს ირანის პასუხისმგებლობიან მიდგომას რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. ამ ეტაპზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ დაიცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს ნებისმიერი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის ფართო კონფლიქტის საფრთხეს – ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან

უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთის მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი […]
დავით მათიკაშვილი – ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს – მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც რუსულია, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ხოშტარია ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირ ფინანსდება, ამიტომ, ღიმილისმომგვრელია მისი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც რუსულია. “ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა […]
დედაენის პარკში “რუსულ კანონს” აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კატალოზიშივილი
დედაენის პარკში “რუსულ კანონს” აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კატალოზიშივილი “დედაენის პარკში “რუსულ კანონს” აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ოჯახის რძალი ქეთათო. რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კატალოზიშივილი”– ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი […]
ისრაელი თავდასხმა მოიგერია და საპასუხო დარტყმისთვის ემზადება

ისრაელმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ირანის უპრეცედენტო თავდასხმას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის კოორდინირებული მხარდაჭერით გაუმკლავდა. ირანული სამიზნეების განადგურებაში ისრაელმა აქტიურად გამოიყენა, როგორც ავიაცია, ისე საჰაერო თავდაცვის სისტემები Facebook Forum
პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში ხანძრისგან გადარჩენილი ნახატები გამოფინეს

პარიზის საგამოფენო დარბაზ Mobilier National exhibition hall-ში წარმოდგენილია ნახატები, რომლებიც ხუთი წლის წინ გადაარჩინეს ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. ნახატებმა გაიარეს საფუძვლიანი რესტავრაცია და მალე მზად იქნებიან დაბრუნდნენ ტაძარში, როდესაც ის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება. პარიზის ღვთისმოშბლის ტაძარში ცეცხლი 2019 წლის 15 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. პარიზის […]
კულტურის ხმა “აგენტების კანონის” წინააღმდეგ – დედაენის ბარში შეხვედრა გაიმართა

14 აპრილს თბილისში, დედაენის ბარში კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების შეხვედრა გაიმართა ყოფილი სახალხო დამცველის ორგანიზაციის, “საქართველოს ევროპული ორბიტის” ინიციატივით. შეხვედრის მიზანი “რუსულ კანონად” წოდებული “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მობილიზაცია იყო – საქართველოს პარლამენტი ამ კანონის განხილვას, რომელიც 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე გაიწვიეს, 15 აპრილს იწყებს. ამავე დღეს მოქალაქეები საპროტესტო აქციას გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოსთან. “დღევანდელ […]
გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი – სააკაშვილი

გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია” გაიმარჯვებს. „გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. „მთავარმა არხმა“ […]
სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა – რას წერს ადგილობრივი მედია

13 აპრილს, ავსტრალიაში, სიდნეიში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სავაჭრო ცენტრში 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ავსტრალიის მედია აქვეყნებს მსხვერპლთა ვინაობას და მათი ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის საქართველოს მოქალაქე, ფიქრია დარჩია. “55 წლის ფიქრია დარჩია ერთ-ერთი ხუთ მოკლულს შორის. ის იყო მხატვარი, დიზაინერი. შეეძლო საუბარი სამ ენაზე – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, […]
თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი საშინელ ავარიაში მოჰყვა – დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყარო: “ინფო იმერეთი”