ოქროს ფასი შეიძლება $3500-მდე გაიზარდოს

ინფლაციის ზრდის შემთხვევაში, უნცია ოქროს ფასი 2025 წლის ბოლომდე შეიძლება $3500-მდე გაიზარდოს. ამის შესახებ Business Insider Yardeni Research-ის პრეზიდენტის, ედ იარდენის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება. Yardeni Research-ის ხელმძღვანელის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი 3500-მდე, ანუ 49%-მდე გაიზრდება. ეს იმიტომ მოხდება, რომ ინფლაციის ზრდა, რომელიც 1970-იან წლებში დაიწყო, ოქრო 35 დოლარიდან უნციაზე 665 დოლარამდე გაზარდა. „ოქროს […]
15 აპრილს პარლამენტში ონლაინ მედიის ჟურნალისტები არ დაიშვებიან – ამ დღეს “აგენტების კანონის” განხილვა იწყება

15 აპრილს, “აგენტების კანონის” განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები შეძლებენ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს. პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. “აღნიშნული […]
მეღვინეები რუსულ კანონს გმობენ და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ

“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!” – ამ სახელწოდებით მეღვინეები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი მიმართავენ ყველას, კანონზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ. განცხადება: “არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას! მიუხედავად იმისა, რომ […]
რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიებს პარლამენტში არ შეუშვებენ

ხვალ, 15 აპრილს, 10 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ. პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორბს შეეზღუდებათ. დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები. ტაბულა დაუკავშირდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ შეზღუდვა ონლაინმედიებზეც გავრცელდება. “მიმდინარე […]
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – ტავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსებმა დონეცკის ოლქი დაგეგმეს, რაც მსხვერპლით დასრულდა. დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, გარდაცვლილები 62 და 74 წლის ქალები არიან. “ოჩერეტინოგოს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. დღეს შუადღისას რუსებმა სოფელზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს – მე-5 სართულზე მოხვდა. 67 წლის ქალის ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და საჭირო სამედიცინო […]
შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, 15 აპრილს, პარლამენტში მუშაობის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ, ხოლო სხვა ვერც ერთი მედიასაშუალება საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევა

ხვალ, 15 აპრილს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ – ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ვერც “ინტერპრესნიუსის” აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ. როგორც სააგენტოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო. “საქართველოს პარლამენტის […]
ჯოზეფ ბორელის მოთხოვნით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა მოითხოვა. BBC ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს განიხილავენ. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას“, – წერს ბორელი X -ზე.
G7: გამოვხატავთ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ

დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელსა და მის ხალხს. განცხადების თანახმად, ლიდერები გმობენ ირანის “უპრეცედენტო თავდასხმას” ისრაელის წინააღმდეგ. მათი თქმით, ირანმა თავისი ქმედებებით რეგიონის დესტაბილიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი, ვითარება კი ესკალაციის ზღვარზეა, რაც თავიდან უნდა იქნას აცილებული. “ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სიტუაციის სტაბილიზაციისა […]
“შეიძლება, საერთაშორისო კომპანიებისთვის ჩიხური დერეფანი ვიყოთ…ვაგვიანებთ“ – ზვიად ჩხარტიშვილი

„შეიძლება, საერთაშორისო კომპანიებისთვის უკვე ჩიხური დერეფანი ვიყოთ“ – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა გააკეთა და კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს. “APM ტერმინალს ფოთის“ ფოთის პორტის გაფართოების პირველი ფაზის ბიუჯეტი მინიმუმ $200 მილიონია. როგორც […]
გიორგი გახარია – მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს თავი პრემიერად – ეს სამარცხვინო მდგომარეობა უნდა დასრულდეს

მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერსრითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. გახარიას თქმით, ეს სამარცხვინო მდგომარეობა უნდა […]