რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. “შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა […]

ნატალია ყიფშიძე: ეს კანონი რომ მიიღონ, ზუსტად რუსეთი ვიქნებით

ეს კანონი რომ მიიღონ, რაც დარწმუნებული ვარ, არ მოხდება ჩვენი შემართებით, იგივე ვიქნებით, რაც რუსეთია ზუსტად, რადგან ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ადამიანების თავისუფლება საგრძნობლად შემცირდა, ყველას შეეხო და ყველას შეგვეხება.

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კანონსაწინააღმდეგო ხასიათს არ ატარებს და შესაბამისად, მოუწოდებს შსს-ს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს. “მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს”, – წერს სახალხო […]

GDI მოუწოდებს პოლიციას, შეწყვიტონ აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მოუწოდებს პოლიციას, შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე და შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება. “შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს. პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, […]

აბრამოვიჩი სანქციების გამო ევროკავშირს უჩივის

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ხელახლა გაასაჩივრებს ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც მას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესდა. გასული წლის დეკემბერში სასამართლომ სანქციები კანონიერად ცნო. ამის შესახებ Euronews-ი წერს. აბრამოვიჩი უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბიზნესმენმა ევროკავშირის სასამართლოს 8 აპრილს მიმართა და ამტკიცებდა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მისი საჩივრები სათანადოდ არ […]

პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. როგორც სირაძემ განაცხადა, პოლიციამ დააკავა ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. „დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა სირაძემ. მისი თქმით, 30 ადამიანია შემოსული […]

ომბუდსმენი: არ არსებობს აქციის მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ხალხმრავალ აქციას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, შეკრების მონაწილეებს, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში ხელი არ შეუშალოს. ომბუდსმენის შეფასებით, ამ დროისთვის შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება, შესაბამისად, არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი. სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქცია “მშვიდობიან ხასიათს ატარებს” და მონაწილეები პროტესტს “მშვიდობიანი […]

აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის კომპანიებს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის

აშშ-მა 15 აპრილს სანქციები დაუწესა ბელარუსის 12 კომპანიას და 10 ინდივიდს, მათ მიერ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე – აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. სანქციათა ნუსხაში მოხვედრილებს შორის არიან სამანქანო მოწყობილობების მაწარმოებელი ფირმა, კომპანია, რომელიც კონტროლის სისტემებს ყიდის ბელარუსის არმიისთვის და კომპანია, რომელიც აწარმოებს რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მისი ნაბიჯი ეფუძნება […]

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის ოთხი პირია დაკავებული

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ამ დროისთვის ოთხი პირია დაკავებული. როგორც რუსთაველის გამზირზე მყოფმა კუპატაძემ აღნიშნა, დაკავებული მოქალაქეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. „შსს-ის მხრიდან არის დაკავებული ოთხი პირი, ამ ეტაპზე. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. […]

საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები – საია

საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები – საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, განცხადებას ავრცელებს: ⁉️ ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. ⭕️ საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე. 📣 მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, არ მიმართოს ავტორიტარული […]