ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული ინციდენტის საფრთხე ემუქრება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული ინციდენტის საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა. „ჩვენ ბირთვულ ინციდენტს ვუახლოვდებით. ეს თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ. რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ 7 აპრილს დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მთავარი რეაქტორის სტრუქტურა დაზიანდა. „სტრუქტურის დაზიანება ზედაპირული იყო, […]
ისრაელი 32 ქვეყანას ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი მსოფლიოს 32 ქვეყანას წერილობით მიმართავს და ირანის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელ კაცი აღნიშნულ ქვეყნებს ასევე სთხოვს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ. „სარაკეტო პროგრამის დასანქცირება და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადება […]
Facebook შეფერხებით მუშაობს

Facebook შეფერხებით მუშაობს – სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ბიზნესკურსი: რატომ და როგორ უნდა გააციფრულო ბიზნეს პროცესები

ბიზნეს პროცესების გაციფრულება კომპანიებისთვის წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში, ბიზნესებს სჭირდებათ, დაზოგონ დრო, ფული და ადამიანური რესურსი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა პროცესების გაციფრულება
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარებას განცალკევებით განიხილავენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ საკანონმდებლო ქვედა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ. ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნაროკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს. “ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, რათა იხილონ, როგორ მოვიქცევით. […]
ტეფტი უცხოური გავლენის კანონპროექტზე: ხელისუფლების გათვლაა, რომ ეს არჩევნებში დაეხმარება

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციარებას აკრიტიკებენ. ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, ჯონ ტეფტმა ისაუბრა.
ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება

ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება. – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვებგვერდზე – eppgroup.eu გამოქვეყნებულ ანგარიშში […]
ზარქუა სახ.დეპის პრესსპიკერს: არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?

· 125 · · არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ? რაზეა საუბარი. საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ. დღემდე ველოდებით კონკრეტულად, რის საფუძველზე, რა არგუმენტებით. […] ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეების ოჯახის წევრებს. რაზეა საუბარი. რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ. მათ შორის თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის 7 სახელმწიფოს უსწრებს, NATO-ს […]
ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში გამოფენა „1920-1930-იანი წლების წიგნის გრაფიკა და მხატვრობა“ გაიხსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, თბილისის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, გამოფენა „1920-1930-იანი წლების წიგნის გრაფიკა და მხატვრობა“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოდერნისტული, სიმბოლისტური, ფუტურისტული და კონსტრუქცივიზმის მიმართულების უნიკალური ნაბეჭდი ნიმუშები. ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ისეთი ბიბლიოგრაფიული ერთეულები, როგორიცაა იოსებ გაბაშვილის მიერ ხელით შესრულებული ილუსტრაციები, რომლებიც „შაჰ-ნამეს“ 1934 წლის გამოცემისთვის შეიქმნა. […]
„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 26 200-ით გაიზარდა

სს „თელასის“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2024 წლის პირველ კვარტალში „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 […]