„საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა“ -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს. „საქართველოს დანიშნულების ადგილი ევროპაა. ნუ ჩაშლით ამ ოცნებას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
ივანიშვილი არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია – გიგი უგულავა

ივანიშვილი არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გაზაფხულზე აქვს გამწვავებული შიზოფრენია – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა. უგულავას თქმით, ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს არც სამშობლო აქვთ დაარც მომავალი. მისივე შეფასებით, საზოგადოებამ პროტესტის მთავარი სლოგანი – „არა რუსულ კანონს“, უნდა შეცვალოს და სლოგანი „არა რუსულ მთავრობას“ უნდა გახდეს. „ივანიშვილი ეთამაშება ცეცხლს […]
„ეკონომიკაში „ბიოქიმფარმის“კონტრიბუციამ ღვინის ექსპორტის მესამედი ან ნახევარი უნდა შეადგინოს“ – რატი ღოლიჯაშვილი

ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ კონტრიბუციამ საქართველოს ეკონომიკაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეადგინოს იმის მესამედი ან ნახევარი, რასაც ღვინის ექსპორტი განახორციელებს. ამის შესახებ ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია 8 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 3-5 წელიწადში ეს რაოდენობა 80-მდე უნდა გაიზარდოს. როგორც მან […]
ჟვანია: ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა, ამ კანონით რუსეთის აგენტი შეგვიძლია ვეძახოთ

ამ კანონს თუ იღებენ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი კაპიტალი რუსეთში იშოვა და ამ კანონიდან გამომდინარე, შეგვიძლია პირდაპირ ვუწოდოთ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. ლეგალური უფლება გვექნება, ივანიშვილს ვეძახოთ რუსეთის აგენტი. ქართული ოცნების მოქმედ პარლამენტარებს, რომლებიც ქონებებს, ბიზნესებს რუსეთში ფლობენ, შეგვიძლია რუსეთის აგენტები ვუწოდოთ. ამათი მიზანია ქვეყანაში იყოს მუდმივი დაპირისპირება. 12 წელი ქვეყანა მართეს […]
შალვა პაპუაშვილი – გასულ წელს, კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება, დაფინანსების გასაჯაროებაზე – ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა

გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროაქტიულად […]
შალვა პაპუაშვილი – საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შეეძლება უცხოური დაფინანსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება – სახელმწიფო უსაფრთხოება არის არა აბსტრაქცია, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშესახები უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან თქვენი ციტატა ადასტურებს საქართველოს კანონპროექტის მიზანს. კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში,’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო უკვე ათწლეულებია უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლია. […]
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. „ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით […]
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრები – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

მიგვაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათი შეფასებით, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას აფერხებს. “ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და „საქართველოს ჰარვარდის კლუბის“ წევრები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური […]
თეონა აქუბარდია უმრავლესობას – თქვენ გაღიზიანებთ სიტყვა „რუსული კანონი“ – მე გეტყვით, რომ ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ის ყოფს და აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს

ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან – „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს – „არა ანტიქართულ კანონს“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. აქუბარდიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ანტიქართულია, რადგან მოქალაქეებს კანონი ყოფს და აპირისპირებს. […]
ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მილიონ ამომრჩეველს იდიოტი და გამოთაყვანებული უწოდა

ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მილიონ ამომრჩეველს იდიოტი და გამოთაყვანებული უწოდა კალაძის ასეთი ტიპის განცხადებები არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ეს არის გათვლილი ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილზე, რომლებიც ეგეთ რაღაცებს ჭამენ, – ასე შეაფასა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომლის თქმითაც, „იგივე ხდება დღეს […]