პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები 90-ხმიანი კვორუმით ვერ აირჩია – კენჭისყრა კიდევ ერთხელ მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება

პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი წესების თანახმად, მათი არჩევა 5-წლიანი უფლებამოსილების ვადით უბრალო უმრავლესობით მოხდება. ამასთან, როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერს და ხმას აძლევს პოლიტიკური ჯგუფები – “გირჩი“ […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე […]

NAEC – 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების არჩევანი სხვა საგნების მიხედვით ასე გამოიყურება: გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე […]

„ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ სტუმრებს ლიტერატურული მენიუ ელოდებათ – აღმოაჩინეთ კერძები თქვენი საყვარელი წიგნებიდან

დღეიდან, „ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ მისულ სტუმრებს, ლიტერატურული მენიუ დახვდებათ, საიდანაც 6 კერძის დაგემოვნებას შეძლებენ. მენიუში, ცნობილი მწერლებისა და ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი ან რომანებში მოხსენიებული, კარგად დასამახსოვრებელი კერძებია თავმოყრილი, რომელთა ინტერპრეტაციაც „პიატოს“ შეფმზარეულებმა შექმნეს. უფრო დეტალურად, კერძების ჩამონათვალი ასეთია: · მარკ ტვენის ხრაშუნა ნაგეთსები; · „ტრიუმფალური თაღი“ – საქონლის ხორცი წითელ ღვინოში კალვადოსთან ერთად; · კარლსონის […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. უწყების განმარტებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოსა და თურქეთს შორის […]

„თურქული ავიაკომპანიების მომარაგების წყარო ვართ – საინტერესოა, ვინ ჩაერთვება ვაზიანის ოპერირებაში“

„პრაქტიკულად, თურქული ავიაკომპანიებისთვის მომარაგების წყარო ვართ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტურისტული სააგენტო „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, მამუკა კელაურაძე აცხადებს. ის დადებითად აფასებს ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობს, რომ აეროპორტის სარგებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ განახორციელებს ოპერირებას და როგორი იქნება საფასო კატეგორია. „ძალიან კარგი იქნება ახალი აეროპორტის […]

ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები პარლამენტარებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. რუსული კანონის მიღებაზე

ლონდონის ბიზნეს სკოლის (London Business School) კურსდამთავრებულები და სტუდენტები პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განცხადებას ავრცელებენ. „ლონდონის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა და სტუდენტენტთა უმრავლესობა (წინააღმდეგი არავინაა) ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას […]

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, რაც წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება – ComCom

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ComCom-ი ავრცელებს. „ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები […]

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატთა შორის კი გიორგი შარაბიძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი არიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მმართველი პარტიის 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ […]

არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ

არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ხალხმა არ წაიკითხოს და […]