სპეცრაზმელებმა ტაბულას ჟურნალისტს სცემეს

ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა. პირადი მობილური ტელეფონის წართმევის შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან 17 აპრილს 12:00 საათიდან შეიკრიბებიან. ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა. პარლამენტის წინ აქციის ძირითადი ნაწილი ამ დროსთვის დასრულებულია, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე რჩებიან საპოლიციო ძალებიც. შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე […]
ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც 17 აპრილს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ პარლამენტის სასახლეში ხვალ, 17 აპრილსაც იმოქმედებს და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა კვლავ ეკრძალებათ: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ […]
სპეცრაზმმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი კიდევ დააკავეს. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ის თანამშრომლები დაკავებისას აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ კიდეც. მათ შორის, კადრში ჩანს როგორ უტყამს სპეცრაზმელი გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს: „რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები მეც უკან მივყვებოდი, […]
საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების რეალური მიზეზი ის არის, თუ სად იქნება ქვეყნის მართვის ბერკეტი – საქართველოს ხელისუფლებაში, თუ აშშ- ის საელჩოში

საკითხი არ დგას ევროპასა და რუსეთს შორის, ეს მოგონილი თემაა, რომელიც უნდათ, რომ ამუშაონ და მომგებიანი იყოს ოპოზიციისთვის. აქ უფრო დგას თემა – სად იქნება საქართველოს ხელისუფლების ცვლილების ბერკეტი, ქართველ ხალხში და არჩევნების გზით გადაწყდება, ვინ მოვა ხელისუფლებაში თუ აშშ-ის ელჩის კაბინეტში იდება ეს ბერკეტი – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა. მისი […]
17 აპრილს „აგენტების კანონის“ განხილვაზე პარლამენტში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინმედიას

პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, პარლამენტში 17 აპრილს კვლავ იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“, – წერია განცხადებაში. „აგენტების კანონის“ განხილვის […]
აშშ-ის სავაჭრო პალატა კობახიძეს რუსული კანონის დაჩქარებულად გაწვევისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების გამო. აშშ-ის სავაჭრო პალატა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, “რაც შეიძლება მალე” გაიწვიონ კანონპროექტი. აშშ-ის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი დააზარალებს უცხოური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე ძირს გამოუთხრის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და […]
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 17 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17 აპრილს 12:00 საათიდან განახლდება. ამ წუთებში, აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან არის მობილიზებული. ადგილზე ამ დრომდე რჩება სპეცრაზმი.
“აშშ არ აანონსებს ხოლმე სანქციებსა და სხვა ზომებს მათ დაწესებამდე” – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ, ჩვეულებრივ, არ აანონსებს ხოლმე სანქციებსა და სხვა ზომებს, ვიდრე მათ დააწესებდეს. მეთიუ მილერმა უპასუხა შეკითხვას „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პროცედურული წინსვლისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ. შეკითხვა ასე დაისვა: “როგორც იცით, ეს პირველად არ ხდება და იგივე ხალხი აინიციირებს „რუსულ კანონს“. […]
საია – მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს, – ამის შესახებ განცხადებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროტესტო აქციაზე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან აქტიური სპეციალური საშუალებების ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე საერთაშორისო სტანდარტის დარღვევით გამოყენებას ახლო მანძილიდან. […]