მოსკოვის გამზირსა და დიღმის მასივში ავარიული კორპუსები ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება. „სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში […]
თბილისის მერიამ წელს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება 1.5 მლნ ლარით განსაზღვრა

თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტში სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებისთვის 1,5 მლნ ლარი განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე მერიამ სახსრების ენდოპროთეზირება 196 ბენეფიციარს დაუფინანსა. „2024 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის დაფინანსებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი არის გამოყოფილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ADB-ის ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის […]
საქართველოს კუთვნილი ადგილი, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის, ევროკავშირშია – გიორგი შაგიძე

მოლდოვის ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე ე.წ. „რუსული კანონის” დაინიცირებასა და საპროტესტო აქციებს Facebook-ზე ეხმიანება „განსაკუთრებულად იშვიათი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ალბათ 100, 200, ან საერთოდაც 800 წელიწადში ერთხელ ჩნდება, როდესაც შეგვიძლია ისეთი რაღაცის ნაწილი გავხდეთ, რაც საქართველოს მომდევნო თაობებს სტაბილურობასა და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს. როგორ შეგვიძლია, ეს შესაძლებლობა მცდარ კანონზე დავხარჯოთ, რომელზეც ყველა […]
საქართველოში პირველად WORKSHOP ფესტივალი გაიმართება

ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 27-28 აპრილს აბრეშუმის ქარხანაში გაიმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის ვორქშოფი საათში ერთხელ პარალელურად ჩატარდება. ჯამში 2 დღის მანძილზე 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება ჩაერთოს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფში. ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები: · […]
კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. „იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 – მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. […]
სახალხო დამცველმა ავჭალის იზოლატორში, აქციაზე დაკავებულები მოინახულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებული. იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისი თქმით, აქედან, ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა, მეორეს კი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. სახალხო დამცველი დღესვე, დიღომის იზოლატორში მივა, სადაც მისი ინფორმაციით, 8 ადამიანია მოთავსებული. გარდა […]
კახა კალაძე – ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება. „სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში […]
რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს. „ამ დროისთვის 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“, – განაცხადა ალექსანდრ ლომაკომ. ლომაკოს ცნობით, რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ასევე, შენობები, ავტომობილები, სოციალური და ურბანული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შეგახსენებთ, […]
“ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის… არა რუსეთს!” – ქვილითაია “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს”, – წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.