ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც პირველი აპრილიდან დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია- […]
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ალექსანდრე ტაბატაძე დაიკავებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე დაიკავებს. კომიტეტის თავმჯდომარედ ტაბატაძის კანდიდატურა ფრაქციამ უკვე წარადგინა, რაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით მიიღებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა – მის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ლევან […]
პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს ძალადობაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში ადანაშაულებს და კვლავ თავს ესხმის სირცხვილიასა და ფრანკლინის კლუბს. “საქართველო ყოველთვის ვამაყობდით ჩვენ ერთი რამით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი და ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან, ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი, რას ვხედავდით ჩვენ გუშინ, გუშინწინ? ფაქტობრივად ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ […]
“ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, რომ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ” – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

“ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ… იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორით, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ… მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის […]
ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! – იზა ომაძეს ემოციური პოსტი

“ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!!” წერს იზა ომაზ, ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში და ასე ეხმაურება გუშინდელ აქციაზე მომხდარ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ გუშიდელ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა და სპეცრაზმმა და პოლიციამ ხალხის ხელკეტით ცემა და მათზე წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.
PHOTO: ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე რუსული კანონის წინაანღმდეგ

პარლამენტის ტერიტორიაზე რუსული “გამჭვირვალობის” კანონის საწინაანღმდეწგო მშვიდობიანი აქცია გუშუნაც მიმდინარეობდა, რომლის შეწყვეტისკენაც მთავრობა ხალხს კვლავ მოუწოდებს. გუშიდელ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა და სპეცრაზმმა და პოლიციამ ხალხის ხელკეტით ცემა და მათზე წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. რუსული კანონის პროტესტს ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძეც უერთდებიან:
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერში კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა

18-მეტრიანი 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგია“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს. „ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ […]
ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალმა ინიციირებამ ბიზნესზე გავლენა უკვე იქონია. Rooms-ის სასტუმროები დაცარიელდა – ვალერი ჩეხერია

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია BM.GE-სთან აცხადებს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალმა ინიციირებამ და შექმნილმა მდგომარეობამ, ბიზნესზე გავლენა უკვე იქონია. Rooms-ის სასტუმროები დაცარიელდა. ტურიზმის დარგის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და აცხადებს, რომ „ჩვენი გზა ევროპაშია“. „ეს ორი დღე რესტორანი და სასტუმრო ცარიელია, ყველა კონფერენცია და ღონისძიება გაუქმებულია. ეს იმას […]
მედვედევი საქართველოში რუსულ კანონს იცავს, ირწმუნება, რომ აქციებში “ჰოლივუდის ხელი” ჩანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. მედვედევი ქართული საზოგადოების პროტესტთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ აქ აშშ-ს ხელი ურევია. “თბილისში დისკუსია უცხოური აგენტების კანონის შესახებ ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში ქართულ ხალისიან თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა. ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე პირველმა ესროლოს ქვა […]
VIDEO: როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები მშვიდობიან მოსახლეობას – აქციის მონაწილეებს წიხლებსა და ხელკეტს ურტყამენ

გუშინდელ აქციაზე სიტუაცია პირველ დღესთან შედარებით გამწვავდა. სპეცრაზმი და პოლიცია უდანაშაულო, მშვიდობიან აქციის წევრებსა და ჟურნალისტებს თავას დაესხა. ისინი ხალხს წიხლებსა და ხელკეტს გამეტებით ურტყამდნენ: