პარლამენტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები […]

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაცია დოკუმენტის მიზნებისა და მის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, რომელსაც იგი იქონიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. „ჩვენ ვთვლით, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, მისი ინიციატორების მიერ საჯარო […]

თინა ბოკუჩავა – დღეს არის ერთიანობის დრო! შარშან საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებისთვის!

დღეს არის ერთიანობის დრო! შარშან საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებისთვის!- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მაინც მიიღო. „დღეს არის ერთიანობის დრო! ყველა თაობის წარმომადგენელო, მიუხედავად […]

პესკოვი რუსულ კანონზე: რუსული არ უნდა ეწოდოს, იმპულსი უცხოეთიდან მოდის

რუსული კანონის საქართველოში განხილვას კვლავ ეხმაურება კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი. ის ირწმუნება, რომ აგენტების კანონი არ უნდა დაუკავშირონ რუსეთის გავლენას და არ უნდა უწოდონ პრორუსული. პესკოვი აგრძელებს რუსულ პროპაგანდას და ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს კვლავ ამერიკულ უცხოელ აგენტთა რეგისტრირების აქტითა (FARA) და შესაბამისი პრაქტიკით ხსნის. “ამ კანონპროექტს რუსული არანაირად უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ […]

ოფშორებიდან თვითმფრინავების და მანქანების შემოყვანაზეც გავრცელდება საგადასახადო შეღავათი – კანონპროექტის ავტორი

საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, შეღავათი გავრცელდება ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანაზეც, საუბარია ისეთ […]

თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება: აკვა პარკი – Green Aqua, პრემიუმ კლასის 80-ნომრიანი კორპუსი, ახალი აუზი, ჯაზ-კლუბი და საკონფერენციო სივრცეები. 2000 კვ. მ-ის აკვა პარკი – Green Aquaერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევემოეწყო […]

„იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია…“ – რას წერს გია ხუხაშვილი

ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, – წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში: „დღეს წარმოუდგენელი კანონ-პროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის “რუხ ზონებში” განთავსებული საეჭვო აქტივების “შეღავათიან ფასებში” გათეთრების დაკანონება. ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის – სხვადასხვა […]

„ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს“ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს: „ჩემს აზრს დავწერ-თუ მეორე და მესამე მოსმენითაც გაიტანენ რუსულ კანონს და ძალით დაგვიკანონებენ,ვფიქრობ, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.“ შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტი გრიგოლ ვაშაძემ დატოვა

“ხვიჩა, უნდა გაემიჯნო ნაძირლებს” – ყაველაშვილის მოთხოვნა კვარაცხელიას

“ფეხბურთელებმა რა დაწერეს – “არა რუსულ კანონს”-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით – არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა […]

“ეს კანონი დააშორებს საქართველოს ევროკავშირთან” – ევროკავშირის ელჩი

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განცხადება, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. “ჩვენ, ევროკავშირის ელჩები, ასევე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები, მოგვიწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ გაეზიარებინა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის […]