პრეზიდენტი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არსებობს კითხვა, ვინ და სად გადაწყვიტა “აგენტების კანონის” უკან დაბრუნება

საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” პირველი მოსმენით მიღების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა ამ კანონის შესახებ. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას იმის მიუხედავად, რომ “მმართველ პარტიას” აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა. პრეზიდენტის განმარტებით მისი ვეტო იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება მასიური, მშვიდობიანი […]
ამერიკის სავაჭრო პალატა კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ღია წერილით მიმართავს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. ღია წერილში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღებით დაზარალდება უცხოური დახმარებით მოქმედი პროგრამები, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე – საინვესტიციო გარემო. “პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა […]
7 ბიზნეს ასოციაცია – მოვუწოდებთ პარლამენტს, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას

მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები და თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას, – ამის შესახებ 7 ბიზნეს ასოციაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნეს ასოციაციები იზიარებს შეშფოთებას, რომ აღნიშნული კანონი, ძალაში შესვლის შემდგომ, გააღვივებს ეჭვსა და […]
პარლამენტთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს

პარლამენტის შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს. როგორც სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ქმედება შეურაცხყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა. ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზაშვილის, იგივე „ხარებას“ გამოჩენამ გამოიწვია. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესავლელებთან […]
სალომე ზურაბიშვილი – კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა

კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა. „შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი […]
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. „საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ეროვნული ბანკისა და […]
დიმიტრი ხუნდაძე – კანონი გამჭვირვალობის შესახებ ქართულია, ის უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე – რომ „შავი ფული“ საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

რას არ გვპატიობენ და რა არ მოსწონთ ამ ხელისუფლების პრინციპულობაში? ისინი არ გვპატიობენ, რომ არ შევუერთდით სანქციებს, არ ჩავერთეთ ომში, არ დავთმეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და არ ვიღებთ ქართული გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, რაში იხარჯება გარედან შემოტანილი „შავი ფული“, -განაცხადა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე […]
„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი ინფორმაციას ავრცელებს, ერთ სივრცეში რა სახის სამედიცინო სერვისს სთავაზობს მოსახლეობას

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, ერთ სივრცეში რა სახის სამედიცინო სერვისს სთავაზობს მოსახლეობას. როგორც „გორმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქარელის ფილიალი 2018 წლიდან ქარელის მოსახლეობას სრულყოფილ სამედიცინო სერვისს სთავაზობს. „კლინიკამ უმოკლეს დროში მოიპოვა პაციენტების ნდობა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს კლინიკის ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურებით. „გორმედის” ქარელის ფილიალში მოქმედებს […]
7 ბიზნეს ასოციაცია “რუსული კანონის” შესახებ განცხადებას ავრცელებს – “შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მის ხელახლა ინიცირებას”

7 ბიზნეს ასოციაცია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ვწუხვარ, რომ კანონი ჩვენი მხარდაჭერის სტიგმატიზებას მოახდენს და საქართველოს დახმარებაში ხელს შეგვიშლის – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი bm.ge-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველა დახმარებას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი საქართველოს უწევს და არა მხოლოდ, ახალი კანონის ფარგლებში იარლიყი მიეკერება, რაც არასწორია. ელჩის თქმით, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, თუმცა თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, ეს პროცესი გართულდება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პროცესებს დეტალურად ვაკვირდებით და ჩვენი […]