ხატია დეკანოიძე – ვერც პოლიცია, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი და ვერაფერი შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის – გამოიხედეთ “ქოცებო” და დაგვინახეთ

ვერც პოლიცია, ვერც სპეციალური დაცვის თანამშრომლები, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი, ვერც იარაღი, ვერაფერი შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის – გამოიხედეთ “ქოცებო” და დაგვინახეთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, ერთ მხარეს ქართველი ხალხი დგას, მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი და რუსები, რომლებმაც გადაწყვიტეს, […]
სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს კანონპროექტი უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს პროგრესზე

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონი მოახდენს სტიგმატიზებას […]
“მოვითხოვოთ, დაგველაპარაკოს პრემიერ-მინისტრი” – დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად, პარლამენტთან მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა გეგმა, რომ დემონსტრანტები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციისკენ და მოითხოვონ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. გეგმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გააჟღერა. “ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა, […]
„მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს“ – აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ
მას შემდეგ რაც პროევროპული აქციის მონაწილეების მიერ “ქართული ოცნებისთვის” მიცემული დრო, ერთი საათი ამოიწურა, მოქალაქეები კანცელარიისკენ დაიძრნენ. ამ წუთიდან მოვლენების ეპიცენტრი ირაკლი კობახიძის სამსახური ხდება. ერთი საათის წინ, რატი ამაღლობელმა, რომელიც აქციის სპიკერია, თქვა, რომ ხელისუფლებას 1 საათს აძლევენ, რათა რუსული კანონის უკან გაიტანონ. „ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, […]
ანზორ ჩუბინიძე კანცელარიაში მივიდა

სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე კანცელარიაში მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ უსაფრთხოებს ზომებს აძლიერებენ, – კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული 1 საათიანი ვადა ამოიწურა, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასკენ დაიძრნენ.
სახ.დეპი: მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებს არ შეესაბამება. “ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდენს საქართველოში მოქმედი […]
1-საათიანი ულტიმატუმი ამოიწურა – აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მიდიან

აქციის მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის 1-საათიანი ვადა ამოიწურა. “მინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგცეთ უფლება და მანდატი, რომ წაუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას. გამოჩნდება 2 დიდი, გაშლილი ბანერი, რომელსაც ჩვენ წარვუძღვებით წინ და გთხოვთ, […]
კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას შეაფერხებს – მეღვინე

რა საფრთხეებს აჩენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება და შეუმცირებს თუ არა კანონის ამოქმედება ბიზნესებს, მცირე თუ საშუალო წარმოებებს დაფინანსებას? – ამ შეკითხვით იმ კომპანიებს მივმართეთ, რომლებსაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან გრანტი თუ სხვა ხელშეწყობა მიუღია. ხელისუფლების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერის პროექტები და ცოდნა, რომელსაც საქართველო დასავლეთიდან სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამებით იღებს – […]
აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას იწყებენ

პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი საათი მისცეს რუსული კანონის უკან გასაწვევად. ულტიმატუმის დროის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მოითხოვენ, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდეს და აქციის მონაწილეებს გაესაუბროს.
თბილისელებისთვის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია დაიწყო – რას სთავაზობს პროგრამა მსურველებს

თბილისელებისთვის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია დაიწყო – რას სთავაზობს პროგრამა მსურველებს 10 აპრილიდან გამოცხადდა რეგისტრაცია თბილისის მერიის პროგრამაზე ისწავლე და დასაქმდი, პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის , მოქალაქეებისთვის და მასზე დარეგისტრირება მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლია. თუ რას გულისხმობს პროგრამა თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა […]