შსს: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 2 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ – უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ “პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები”, პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს ცივი იარაღი აღმოაჩნდა. არის თუ არა ამ ორ დაკავებულს შორის ერთი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინა ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა, უწყება არ აკონკრეტებს. პარლამენტის შენობის […]
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი: თუ წიწაკის/წყლის ჭავლის გაუშვეს, ჩვენი ოფისის კარი ღიაა

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, მოქალაქეებს თავის შესაფარებლად საკუთარ ოფისს სთავაზობს. “ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენი ოფისის კარები თქვენთვის ღიაა ღამის 02:30 მდე. წიწაკის/წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, ან თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ფართი თავშესაფრად პირველი სკოლის უკან, ტარას შევჩენკოს ქუჩა 10, პირველი სართული. არ გვაქვს ძალიან დიდი ფართი მაგრამ მთელი […]
ევროკავშირის დაფინანსებით, ეგვიპტე მზის ელექტროსადგურებს ააშენებს – ინვესტიცია $20 მილიონია

ეგვიპტის ხელისუფლება მზის ორი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1 მილიარდ ეგვიპტურ ფუნტს, ანუ 20 მილიონ აშშ დოლარს, აღწევს – პროექტისთვის დაფინანსებას ევროკავშირი გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური განცხადების თანახმად, პირველ, 550 მილიონ ეგვიპტურ ფუნტად შეფასებულ ელექტროსადგურს 10 მეგავატი სიმძლავრე ექნება და მისი მშენებლობა მომდევნო 11 თვის განმავლობაში დასრულდება. რაც […]
ლევან ხაბეიშვილი – ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო, მე მზად ვარ, პრემიერს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს დავუშავებ – ვაჟა სირაძე არ შემიჭამია

ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი. „აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ განთავსებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება. ადგილზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ადმინისტრაციის ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს

უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ჩარევით საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს და ამას არ დაუშვებს ხელისუფლება. „თუ ვინმეს რევოლუცია […]
გვარამია: მოთხოვნა შეიცვალა და გახდა – არა რუსულ მთავრობას!

საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება, შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც – თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება; მათი პრობლემა, მათი ამოსახსნელი დარჩება. თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას? ჩვენ არ გადავეჩვიეთ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლებაც – ბევრი […]
ლევან ხაბეიშვილი – ვაჟა სირაძემ მითხრა: მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდ? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო, მე მზად ვარ, პრემიერს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს დავუშავებ – ვაჟა სირაძე არ შემიჭამია

ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი. „აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა […]
მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ფონზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპორექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ “უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე”. “ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში […]
პრეზიდენტი: პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და შეკრებილებს მოუწოდებს, “პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!”. “ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე. მანამდე, დაპირისპირება იყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ავტომანქანით გაიყვანა. ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ […]