დოჰაში გაგრძელდება ღაზის სექტორის გარშემო მოლაპარაკება – ნეთანიაჰუს ოფისი

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 იანვარს უფლებამოსილება გასცა და ისრაელის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოლაპარაკებას დოჰაში, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ერთმანეთს დააბრალეს შეთანხმების მიღწევის გაჭიანურება. დოჰაში, ბოლო კვირებში გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, რამაც კვლავ გააღვივა […]

Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება

Geo Team-ის ცნობით, “კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის “ჰაიდენჰაიმში” გადადის. ზივზივაძე კონტრაქტის გასაფორმებლად ახალ კლუბში ხვალ გაემგზავრება. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. “ჰაიდენჰაიმი” კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფში “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდება. ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის […]

მიქაუტაძის თანაგუნდელი გერმანულმა კლუბმა შეიძინა

22 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი გიფტ ორბანი “ლიონიდან” “ჰოფენჰაიმში” გადავიდა, – იტყობინება გერმანული კლუბის საიტი. “ჰოფენჰაიმმა” ტრანსფერში 9 მილიონი ევრო გადაიხადა და ორბანს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. “ლიონმა” შეიძლება ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი (გარანტირებული 1 მილიონი) მიიღოს და შეთანხმების თანახმად შემდგომი გაყიდვიდან 7.5% ეკუთვნის. ორბანი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 3 მატჩში […]

პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებამ შეაჩერა ალ ჯაზირას მაუწყებლობა

პალესტინელთა ხელისუფლებამ გასცა ტელეარხ ალ ჯაზირას მაუწყებლობის შეჩერების განკარგულება. კატარში დაფუძნებულმა სატელევიზიო ქსელმა დაგმო 2 იანვარს ეს ნაბიჯი, რომელიც ემსგავსება ისრაელის გადაწყვეტილებას. ნაბიჯი დაგმეს პრესაზე დამკვირვებლებმა და გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა, რომელმაც მოუწოდა პალესტინელთა ავტონომიას, “შეცვალოს კურსი და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს”. ალ ჯაზირას უკვე აეკრძალა ისრაელიდან მაუწყებლობა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობასთან ხანგრძლივი უთანხმოების […]

გადაწყდა, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაეზრდება – Corriere dello Sport

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდა – იტალიური კლუბის ქართველი თავდამსხმელის შესახებ ახალ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი აქვეყნებს. მანამდე გამოცემა იუწყებოდა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალ ხელშეკრულებაზე, ფაქტობრივად, შეუთანხმდა. ახლა კი Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ კონტრაქტი ძალაში 2029 წლამდე იქნება. რაც შეეხება პირობებს, ამ მხრივ ახალი არაფერია – 23 წლის ფეხბურთელის წლიური ხელფასი გაოთხმაგდება და […]

“შევაჯამოთ წინააღმდეგობა, რომელმაც თვეზე მეტია ჩვენი ქვეყანა მოიცვა” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე: მოდი, ამ ბედობა დღეს, შევაჯამოთ წინააღმდეგობა, რომელმაც თვეზე მეტია ჩვენი ქვეყანა მოიცვა თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ უფრო წინ ვართ ვიდრე წინააღმდეგობის დასაწყისში ვიყავით. ეს კარგი ამბავია – უპირატესობა და ინიციატივა ჩვენს მხარესაა. ამ შეჯამებაში მე მინდა განსხვავებები გამოვკვეთო. არსებობდა სხვა პროცესები, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ჰგავდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა ჩვენ […]

ერთად შევხვდეთ ბედობას! – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ერთად შევხვდეთ ბედობას! – ქართველი ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზეა. იქ, სადაც პროტესტის ჯადოსნურ ახალ წელს ყველა ერთად იდგა, დღესასაწაული გრძელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის კურსის ცვლილებას არ შეეგუებიან და თვლიან, რომ მათი მომავალი ევროპაშია. ხალხი აცხადებს, რომ “ოცნების” რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლებიან. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი, რომელზეც ირაკლი კობახიძის და […]

2025 წელს “ნუტრიმაქსი” ყაზახეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს

ცხოველთა და ფრინველთა საკვების დამამზადებელი საწარმოს „ნუტრიმაქსი“ მმართველი პარტნიორის, ბექა ბექაიას ინფორმაციით, კომპანია იანვრიდან საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას და რიგ ქვეყნებში საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს. BM.GE-სთან 2025 წლის გეგმებზე საუბრისას ბიზნესმენი აღნიშნავს: „საქართველოში ამბიციური გეგმები არ გვაქვს. ისევ და ისევ ამ სიტუაციებიდან გამომდინარე, სანამ რაღაც არ დამშვიდდება და უფრო მკაფიო ხედვა არ გვექნება”. კომპანიის მმართველი პარტნიორი […]

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება და ანაზღაურებით ლუკაკუს გაუთანაბრდება – იტალიური გამოცემა

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ შორდება“, — ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Footboom1-ი წერილს „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შესახებ. „ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი იყო, რომლის მომავალსაც „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. ზაფხულიდან ქართველი კატალონიელების რადარზე იყო. „ბლაუგრანა“ „ნაპოლის“ თავდამსხმელს პოტენციურ გაძლიერებად მიიჩნევდა, რადგან იტალიურ კლუბთან მისი კონტრაქტის გახანგრძლივება რეალური არ ჩანდა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ვითარება შეიცვალა. „ბარსას“ სპორტულმა განყოფილებამ ასაკის, პოტენციალისა და […]

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე შეკრებილები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 36-ე დღეა იმყოფებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. “ჩვენ პროტესტი მშვიდობიანია. გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ “რუსულ ოცნებას”, რომელიც არალეგიტიმურია”, – აცხადებენ შეკრებილები.