სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ტყიბულში გათავისუფლებული მეშახტეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

3 იანვარს ტყიბულის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც გააპროტესტეს „საქნახშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლება – როგორც ყოფილი დასაქმებულები ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით – და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს. „38 ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო და სწორედ ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ“, – ამბობს უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე. დღევანდელი აქციის მოთხოვნებია: · აღდგნენ გათავისუფლებულები სამსახურში; · გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე […]

მშვიდობიანი და გარდაუვალი ცვლილება მოდის! – პრეზიდენტი

საქართველო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის მოსალოდნელ ცვლილებებზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “მშვიდობიანი და გარდაუვალი ცვლილება მოდის!” გილოცავთ! 2025 წელს მოაქვს თავისი ცვლილებები. მშვიდობიანი და გარდაუვალი ცვლილება მოდის!”- წერს ზურაბიშვილი.

5 იანვრიდან გუდაური იცლება – რას მიზეზს ასახელებენ ტურისტები

5 იანვრიდან გუდაური იცლება – „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუქმებულია ჯავშნების 80%. ევროპელი ტურისტები აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. “ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ […]

ტრამპმა მითხრა: „ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდები” – ზელენსკი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვის ვიზიტსაც ინაუგურაციის შემდეგ დაელოდება, ის იქნება. „ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ ერთ-ერთ პირველ ვიზიტს სწორედ თქვენსას ველოდები“. მან მითხრა ეს. მან თქვა: „ჩემი პრიორიტეტი ომის […]

“2024 წელს ის მოლოდინები, რაც გვქონდა, არ გამართლდა” – BTL Georgia

კომპანია BTL Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით კარგი პერსპექტივა არსებობდა, თუმცა წლის ბოლომდე ეს მოლოდინი ვერ შენარჩუნდა. როგორც მაია ბიბილაური BMGTV-s გადაცემაში “საუბარი ავიაციაზე” აღნიშნავს, კომპანიამ გასულ წელს ბაზრის დივერსიფიკაცია შეძლო. “დასაწყისში 2024 უკეთესი წელი იყო, ვიდრე 2023, ძალიან კარგი პერსპექტივები იყო, იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ყველამ ვიცით, დღევანდელი […]

მთავრობის დაპირებები, რომელიც 2025 წელს უნდა შესრულდეს

2024 წელი, ისევე როგორც წინა წლები, მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური დაპირებებით. წყალმომარაგება, გაზიფიცირება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2024 წელს გაიცა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც 2025 წელს არის დაგეგმილი ვაზიანის აეროპორტში რიგი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, […]

სად ვყიდით და ვყიდულობთ ცქრიალა ღვინოს?

საქართველოდან ექსპორტირებული ქართული შამპანურის 45% რუსეთის ბაზარზე ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 3.054 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გავიდა, აქედან 1.369 მლნ დოლარის რუსეთში. გარდა რუსეთისა, გასული წლის 11 თვეში ქართული ცქრიალა ღვინო გავიდა: · უკრაინაში – 438.16 ათასი დოლარის · ბელარუსში – 271.89 ათასი დოლარის · პოლონეთში – 173.71 ათასი დოლარის · […]

თოყაევი საქართველოს მაგალითით საპარლამენტო სისტემის გაუმართაობას ხედავს

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემა გაუმართავია. “დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემამ ჯერჯერობით საკუთარი უკეთესი მხარე ვერ გამოავლინა, საქართველოს ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადად მეტყველებს ამ დასკვნის სასარგებლოდ.” – თქვა თოყაევმა ყაზახურ მედიასთან საუბარში. ამას გარდა, თოყაევმა აღნიშნა, რომ “საპარლამენტო სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება”. მისი აზრით, […]

პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში EU-ს “ოცნების” მიმართ ხისტი პოლიტიკა ექნება – თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში ევროკავშირს “ქართული ოცნების” მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა ექნება. მისი თქმით, განსხვავებით უნგრეთისგან, პოლონეთისთვის დემოკრატიის დღის წესრიგის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თავმჯდომარეობის პირობებში ჩვენ ვნახავთ გაცილებით უფრო ხისტ პოლიტიკას „ქართული ოცნების“ მიმართ, ვიდრე ეს იყო უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებში, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დემოკრატიული თვალსაზრისით […]