ორი საგოლე პასი წელიწადში – “ნაპოლი” შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ბილი გილმორი შეიძლება “ბრაიტონიდან” “ნაპოლიში” გადავიდეს. “ნაპოლიმ” “ბრაიტონს” გილმორში 9.5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და მალე მეტსაც შეაძლევს. ეს მას შემდეგ მოხდება, როდესაც ნახევარმცველ ჯანლუკა გაეტანოს “კალიარის” მიყიდის. გილმორი “ჩელსის” აღზრდილია, “ბრაიტონში” 2022 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჟამინდელ […]

ურთიერთშელაპარაკებისას დანით ჭრილობები მიაყენა – არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ საჩხერეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და […]

“არ გვქონია უპატივცემულობის განზრახვა” – ოლიმპიადის ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 28 ივლისს განაცხადეს, რომ კათოლიკე და სხვა ქრისტიანული ჯგუფების მიმართ ბოდიშს იხდიან მას შემდეგ, რაც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობასთან” მიმსგავსებულ ეპიზოდს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “ცხადია, არ ყოფილა განზრახვა, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოგვეხატა. [გახსნის ცერემონიის] მიზანი საზოგადოების ტოლერანტულობის აღნიშვნა იყო”. – განაცხადა პარიზის […]

“პლანეტის კრიპტო-დედაქალაქი” – ტრამპი აშშ-ში კრიპტოვალუტის განვითარების პირობას დებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ამერიკაში კრიპტოვალუტის განვითარების პირობა დადო და განაცხადა, რომ სურს, მისი მმრთველობის ქვეშ, ამერიკა “ბიტკოინის სუპერძალა” გახდეს – ტრამპმა ამის შესახებ ნეშვილში გამართულ კრიპტოვალიტუის კონფერენციაზე ისაუბრა და დამსწრე ინვესტორებს დაჰპირდა, რომ მისი პრეზიდენტობა ამერიკის შეერთებულ შტატებს “პლანეტის კრიპტო-დედაქალაქად” აქცევს. კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ იგი კრიპტო საკითხებში საკონსულტაციო […]

აგრომეურნეობა „ოდაში“ შემოდგომაზე ბავშვთა კვების ხაზის დამატებას გეგმავს

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე აგრომეურნეობა „ოდაში“ მიმდინარე წელს, შემოდგომაზე ბავშვის ხაზს ამატებს. ამის შესახებ BM.GE-სთან აგრომეურნეობა „ოდაში“-ს თანადამფუძნებელმა, სალომე კალანდაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეუღლესთან ერთად, სოფელ ნიგოითში მებოსტნეობას უკვე მეორე წელია მიჰყვება და შერეული ბოსტნეული მოჰყავს. პროდუქციის რეალიზაციას ამერიკული მოდელით, “საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობის” საშუალებით ახდენს. კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი აგროპროდუქტების ნაკრების წინასწარი შეძენის შემთხვევაში, […]

ადიგენში სახლის კედელი ჩამოინგრა, დაიღუპა ორი ადამიანი — „სამხრეთის კარიბჭე“

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ ერთი პირი. გამოცემის ცნობით, დაღუპულები 50 წლამდე კაცები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილები დახვდნენ. „ორივე ახალციხეში ცხოვრობს, ერთ–ერთ მათგანს სახლი სოფელ უდეში აქვს და იქ იმყოფებოდნენ. აივანზე მიშენებულ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 29 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სართანიას, კავთისხევის, კიკნაძის, გომბორის, ჯანელიძის, […]

ორბანის თქმით, უკრაინა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას ვერასდროს მიაღწევს

რუმინეთის ეთნიკური უნგრელების უმრავლესობით დასახლებულ ქალაქ ბაილე ტუშნადში გამართულ ფესტივალზე ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ რუსეთის მმართველობა და რეჟიმი სრულიად რაციონალურია, დასავლეთი ნელ-ნელა ძალას კარგავს, ხოლო უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის ან NATO-ს წევრი სახელმწიფო. ორბანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე გლობალური პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილება და მსოფლიო სადავეების “ირაციონალური” დასავლეთიდან აზიისა და რუსეთის ხელში […]

აიათოლა ალი ხამენეიმ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაუსახა ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 28 ივლისს ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მასუდ ფეზეშქიანს და მას დაავალა, ყურადღების ცენტრში იქონიოს ირანის ურთიერთობები მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან. თავის ბრძანებულებაში ხამენეიმ ფეზეშქიანს უწოდა „ბრძენი, პატიოსანი, პოპულარული და განსწავლული“ ადამიანი. ხამენეი ირანში უმაღლესი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტია და მას გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ყველა სახელმწიფო საკითხში. […]

“თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან” – რას წერს “დოიჩე ველე”

“თბილისის საშიში ფლირტი მოსკოვთან” – ამ სათაურის ქვეშ ანალიტიკურ სტატიას “დოიჩე ველე” აქვეყნებს. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია მოსახლოებას ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით აშინებს, ხან ომით. სტატიაში ხაზგასმულია, რომ, “ქართული ოცნება” მზადაა, ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს, არც მოქალაქეების დაშინებაზე იხევს უკან. “დოიჩე ველე” აკეთებს დაშვებას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური […]