ვენესუელაში აპროტესტებენ არჩეულ პრეზიდენტად მადუროს გამოცხადებას

ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია. საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, კარაკასში დემონსტრანტები […]

,, ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე” – თეა წულუკიანი მერაბ მეტრეველს

,, ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე” – თეა წულუკიანი მერაბ მეტრეველს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტს აზიარებს და წერს: ,,შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გათიშვას გავარდნა ტერმინით რომ აღნიშნავს ადამიანი და თავს გაიშიფრავ, რომ გაგიხარდა, ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე. გინდა მოწყენილი სახე დაახატე პოსტს და გინდა არა. შავდათუაშვილის შრომის ერთი მეასედი რომ […]

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საუბარია სარჩელზე, რომელიც 2020 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს. კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში აცხადებენ, რომ “არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია”. განცხადებაში ისინი განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და პროცესთან დაკავშირებული […]

კობახიძის თქმით, „დინამოს“ სტადიონი ამორტიზებულია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 29 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა ახალი სტადიონის პროექტზე, რომლის მშენებლობაც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან აპირებენ. პრემიერმა ახალი პროექტზე საუბრისას პირველად აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია. „ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ […]

ცნობილი გახდა რა თანხა დაუჯდება “კოპენჰაგენს” გოჩოლეიშვილის გამოსყიდვა

“შახტარიდან” ერთი წლით იჯარით გიორგი გოჩოლეიშვილის გადაყვანა “კოპენჰაგენს” 400 ათასი ევრო დაუჯდება, გაისად კი სურვილის შემთხვევაში, გამოსყიდვა – 2.5 მილიონი. გოჩოლეიშვილი დონეცკურმა კლუბმა “საბურთლოსგან” 2023 წლის იანვარში 1 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ მან 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. გოჩოლეიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია.

კონტეს ქანცგამწყვეტი ვარჯიშისას კვარაცხელიამ მოედანი დატოვა

Tutto Napoli იტყობინება, რომ “ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ეგნატიასთან” მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა. კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით […]

,,ისტორია ზუსტად არ მეორდება, მაგრამ ეს იმდენად ახლო წარსულია, რომ დაფიქრებად ღირს” – რას აქვეყნებს რომან გოცირიძე

,,ისტორია ზუსტად არ მეორდება, მაგრამ ეს იმდენად ახლო წარსულია, რომ დაფიქრებად ღირს” – რას აქვეყნებს რომან გოცირიძე პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და წერს: ,,საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები. მაშინ, როცა ბარიერი იყო მაღალი, მხოლოდ ერთხელ მოხვდა პარლამენტში სამი ოპოზიციური პარტია. დანარჩენ შემთხვევაში პარლამენტში გადიოდა ერთი სახელისუფლებო და ერთი ოპოზიციური ან ერთი სახელისუფლებო და […]

“გადარჩენისთვის ვიბრძვით” – “ჯორჯიან მანგანეზი”

“იმისთვის, რომ თითოეულ ტონაზე რამდენიმე ათეული დოლარი დაგვეზოგა, დიდი მოცულობით ტვირთი [ექსპორტზე] გავიტანეთ”, – ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზში” განაცხადეს. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა “საქმის კურსის” ეთერში ფეროშენადნობების წლის 6 თვის ექსპორტის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, კომპანიამ დიდი რაოდენობით პროდუქცია აშშ-სა და ევროპაში დაასაწყობა, თუმცა გატანილი პროდუქცია არ ნიშნავს, რომ ფეროშენადნობების გაყიდვები გაიზარდა. “იმისთვის, რომ […]

“კოტეჯები ბახმაროში” ახალი საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს

ბახმაროში მდებარე ტურისტული ობიექტების „კოტეჯები ბამაროში“ დამფუძნებელი დავით ჩხაიძე BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, რეგიონში ივლისი – აგვისტოს თვე განსაკუთრებით დატვირთულია. ძირითადად ადგილობრივი სტუმრები სტუმრობენ, თუმცა ტურისტებსაც აქტიურად მასპინძლობენ. „ბახმაროში ძალიან აქტიურია ივლისი – აგვისტოს პერიოდი. 2017 წლიდან დავიწყებთ ოპერირება და ამ ეტაპზე, 3 კოტეჯი გვაქვს. კოტეჯებში დასასვენებლად ძირითადად ოჯახები […]

ლაშა გურული ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა შეჯიბრი წარმატებით ლაშა გურულმა წარმატებით დაიწყო. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერი მისთვის სადებიუტო რინგზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა და წარმატებასაც მიაღწია. ქართველმა მოკრივემ ქულებით – 5-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას 1-ელ აგვისტოს ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირის წინააღმდეგ გამართავს.