ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს – Reuters

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე დილით ადრე, ირანში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება ავრცელებს და აქვე აღნიშნავენ, რომ ეს, შესაძლოა, ღაზაში ისრაელის ომისა და ლიბანის კონფლიქტის გამწვავებისა და რეგიონში უფრო ფართო ესკალაციის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ამ ეტაპზე ისრაელი კომენტარს არ აკეთებს. ისრაელის სამხედროები კი აცხადებენ, რომ სიტუაციის შეფასებას აწარმოებენ, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების […]
31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას. ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. […]
„აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, სატრანსპორტო კოლაფსია მოსალოდნელი“ – რამ გამოიწვია ტრაილერების კილომეტრიანი რიგები წითელ ხიდთან?

წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ზაფხულის დასაწყისიდან სატვირთო ტრაილერების კილომეტრიანი რიგებია და მძღოლებს რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე დგანან. როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, პრობლემა წლებია არსებობს და ის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მძაფრდება, როდესაც ტვირთბრუნვა იზრდება. სატრანსპორტო საშუალებების გავლის შეფერხების მიზეზების და მოგვარების გზების შესახებ კითხვით „კომერსანტმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა, რაზედაც უწყებაში გვითხრეს, რომ […]
Reuters – ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების – „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“ ფონზე დადო

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა. „ისინი, ვინც იარაღს მათ აწვდიან, […]
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი – ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს

ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ნასერ ქანაანი ავრცელებს. „თეირანში, ისმაილ ჰანიეს მოწამეობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის ღრმა და განუყოფელ კავშირს გააძლიერებს“, – განაცხადა ქანაანმა. შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში […]
ჰელსინკის კომისია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს. დოკუმენტში, რომელსაც ხელს კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი აწერენ ხელს, ხაზგასმულია, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ სავიზო შეზღუდვები საკმარისი არ არის. კერძოდ, კომისია ბლინკენს მიმართავს, […]
რომელი ცხოველები ხდებიან კონტრაბანდული ვაჭრობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად?

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით, ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობა არალეგალური ვაჭრობის მეოთხე ყველაზე მსხვილი სახეობაა. თევზების სამყაროსა და მცენარეებით ვაჭრობასთან გაერთიანებით, ის არალეგალური ვაჭრობის ისეთი სახეების შემდეგ მოდის, როგორიცაა ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანების ტრეფიკინგი და ყალბი საქონლით ვაჭრობა. გერმანიის იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს განცხადებით, ცხოველებით კონტრაბანდული ვაჭრობა ხშირ შემთხვევაში ისეთ სხვა დანაშაულებებთან არის თანხვდენილი, როგორიცაა: […]
ირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა

ირანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. როგორც Reuters წერს, ისმაილ ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციიდან, რამდენიმე საათში, დილით ადრე მოკლეს. მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს ჰამასიც და ირანის რევოლუციური გვარდიაც. ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია 30 ივლისს გაიმართა. ინაუგურაციას, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიასთან […]
“ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების დეფიციტია” – ვახტანგ კალოიანი

გასულ წელს საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა 26 ერთეულით, ხოლო საწოლფონდი 14.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. იგი ამის ერთ-ერთი მაპროვოცირებელ მიზეზად რეანიმაციის სტანდარტებს ასახელებს, რომელიც დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწიათ, თუმცა მოთხოვნებზე მორგების შემდეგ ამ ტიპის საწოლფონდი ქვეყანაში კალოიანის შეფასებით 30%-ით შემცირდა, რაც კლინიკებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი […]
როგორი ამინდი იქნება დღეს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, […]