სენატორი: ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს EU-ს ნაცვლად რუსეთთან დაახლოებით

ამერიკელი სენატორის, პიტერ რიკეტსის განცხადებით, აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მთავრობის ქმედებები რუსულ კანონთან დაკავშირებით და ასევე ქვეყნის პრორუსული კურსი. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ თვითონ უნდა გაანალიზოს რამდენად დიდ ზიანს აყენებს მთავრობა ქვეყნის დასავლური პერსპექტივას, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს ქმედებებით გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და ევროკავშირის ნაცვლად რუსეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით. რაც […]

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე

ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია! ქართველმა ძიუდოისტმა სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე პირველი, ვერცხლის მედალი მოუპოვა. საქართველოს მთავრობამ ოლიმპიელების პარიზში გამგზავრებამდე გამოაცხადა, რომ ოლიმპიური მედლის მფლობელები სახელმწიფოსგან წამახალისებელ პრიზს მიიღებდნენ. ტატო გრიგალაშვილი ხელისუფლებისგან ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის 500 000 ლარს მიიღებს საჩუქრად.

წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, $26 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. „წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა ქვეყნიდან. ჩვენ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაახლოებით 2700 ჰა მოცვის ბაღის […]

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს – Reuters

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, კამალა ჰარისი, რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში. ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება […]

ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე – შუბლის ძარღვი არ აქვს ამ კაცს, წააგო არბიტრაჟი, საკუთარი სიმართლე ვერსად დაამტკიცა – ხაზარაძეს, წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის!

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია. „იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს […]

გიორგი ბარამიძე – ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, „ჰეზბოლას“ და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, ის შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, “ჰეზბოლას” და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს. ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით […]

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი ზომა, რაც იმ ორგანიზაციებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ დაარღვევენ, 25 000-ლარიანი ჯარიმაა, ეს არის და ეს, მორჩა – არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება

ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, მას დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა – არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „თუ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რა ბედი ეწევათ ორგანიზაციებს“. კობახიძის მტკიცებით, კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული. […]

ირანის პრეზიდენტი – ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ

ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ, – ასე ეხმაურება ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვას. „ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და თავმოყვარეობას დაიცავს და ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ“, – აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი. შეგახსენებთ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და მას […]

ირაკლი ფავლენიშვილი – კობახიძემ და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ

ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, თავიანთი ადგილი 26 ოქტომბერს უნდა მივუჩინოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. „ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა […]

გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო

გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ 29 ივლისს გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2აგვისტოს 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს; კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს – გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს ბუნებრივი გაზი უწყვეტ […]