ბენ კარდინი – ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის უცხოური დახმარების უმეტესი ნაწილი შეაჩეროს, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიაზე აუცილებელ პასუხს წარმოადგენს

დახმარების შეჩერება, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სარგებელი მოაქვს, ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ბენ კარდინი აცხადებს. ამერიკელი სენატორი და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება […]
1–ელ აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 1 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, ავთანდილის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, ფატმანის, თინათინის, დავარის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ფარნავაზ მეფის, ერედვის, ოთხი ათასი მესხის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და მეფე […]
რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი, სადაც 1992 წლიდან იმყოფებოდნენ რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაცილების ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. სომხეთის სასაზღვრო ძალების მეთაურმა ედგარ უნანიანმა რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა 32-წლიანი ერთობლივი სამსახურისთვის. გამოცემა News.am-ის ცნობით, ედგარ უნანიანმა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის […]
ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ძიუდოისტი ილია სულამანიძე ( -100კგ.) და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ.) იასპარეზებენ. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს […]
დიაგონალურ კუმულაციას ნაწილობრივ ვიყენებთ – “აჭარა ტექსტილი“

სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ კომპანია დიაგონალურ კუმულაციას მხოლოდ ნაწილობრივ იყენებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დიაგონალური კუმულაციის აქტიურად გამოყენება ლოგისტიკის საკითხზეა დამოკიდებული, რადგან ამჟამად თურქეთის გავლით ექსპორტი შედარებით იაფია. “ეტაპობრივად ვიწყებთ, ჯერ სრულად არ გადავსულვართ დიაგონალური კუმულაციის ვერსიაზე. ვმუშაობთ მაგ საკითხზე. სამომავლოდ, ლოგისტიკის საკითხი თუ დალაგდება, შეიძლება სწორედ დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში […]
რიში/შაჰინი სახდეპზე: ეს გზავნის სიგნალს, რომ მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. როგორც სენატორების განცხადებაშია აღნიშნული, 95-მილიონიანი დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები […]
სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი – საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა

საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ. სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების […]
დღეიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის

დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა […]
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ აგვისტოს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი; ხოლო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ტერაბანკმა ციფრული მომსახურების არხები განაახლა

ტერაბანკის მომხმარებლებს ამიერიდან მომსახურებების მიღება განახლებული ციფრული არხებით შეუძლიათ.ინტერნეტბანკს სრულიად განსხვავებული და მოსახერხებელი ფუნქციონალები დაემატა, განახლდა ბანკის ოფიციალური ვებსაიტიც www.terabank.ge, რომელიც ინფორმაციულად მეტად მრავალფეროვანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა.