ლევან დავითაშვილი აშშ-ის 95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე – ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას,თუმცა კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით – არ ვიცი, რა პროექტზეა საუბარი

არ ვიცი რა ტრანშზე, რა დახმარებაზეა საუბარი – საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა განვაცხადო – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შეჩერებას შეეხებოდა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-თან საქართველოს აქვს, ექნება და კიდევ უნდა გაღრმავდეს […]
მაია კოპალეიშვილი – სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებით სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კოპალეიშვილის განმარტებით, სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლებათა ბალანსი დაარღვია […]
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. შესაბამისი ნოტა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ რუსეთის ელჩს პირველ აგვისტოს გადასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით და მტკიცებულებებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებებს“ ეწეოდა მოლდოვის ტერიტორიაზე. ამასთან, წინა დღით, 31 ივილსს, მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდა. გამოძიების […]
Jan De Nul-თნ აგვისტოში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომ სექტემბრიდან ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს – ლევან დავითაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნულ) განახორციელებს – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ე.წ. დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთია და ის სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. „დავასრულეთ პორტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი. […]
“არ ვიცი, რაზეა საუბარი”– ვიცე–პრემიერს არ აქვს ინფორმაცია აშშ–ს მიერ ტრანშების გაჩერებაზე

ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ “არ აქვს ინფორმაცია“, თუ კონკრეტულად რომელი დახმარება შეაჩერა სტრატეგიულმა პარტნიორმა და აცხადებს, რომ “მეტი განმარტებაა საჭირო“. საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია. მკაფიოდ მინდა განვაცხადო. ეს არის ძალიან ცალსახა. შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ შორის […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბელგიურ კომპანია „იან დე ნულ“-თან თანამშრომლობა მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნულ) განახორციელებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ე.წ. დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთია და ის სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. „დავასრულეთ პორტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი. კომპანია […]
გიორგი ამილახვარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!

კანონში გაწერილია ყველა კანონისმიერი მოქმედება. ამიტომ მათ მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და კანონის ნორმები შეასრულონ! წერტილი! – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. “რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!“, – განაცხადა მინისტრმა. დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო […]
ლევან დავითაშვილი – ევროინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა – ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს

ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა – ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრული პოლიტიკით და მწყობრი ნაბიჯებით, პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ევროკავშირში წევრობას იმსახურებს. „ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მუშაობს […]
„ხალხის ძალა“ – შესაძლოა, ისეთ ვა-ბანკზეც წავიდნენ, რომ 95 მლნ-იანი „დახმარების“ შეჩერება მათ არაადეკვატურ შემდგომ ნაბიჯებთან შედარებით სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს

გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ ისეთ ვა-ბანკზე წავიდნენ, რომ 95 მილიონიანი „დახმარების“ შეჩერება მათ არაადეკვატურ შემდგომ ნაბიჯებთან შედარებით სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პარტია მიიჩნევს, რომ ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების […]
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული […]