ბოლო 2 კვირაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის ფასი შემცირდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა – 0,02 – 1,55 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.02 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 31 ივლისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის […]
გაერთიანებამ “ძლიერი საქართველო” სლოგანით – „რეალური ალტერნატივა“ საარჩევნო კამპანია გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო“, რომელშიც წარმოდგენილია პარტია „ლელო“, „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება „მზიურის“ ამფითეატრში გაიმართა. როგორც გახსნის ღონისძიებიდან გახდა ცნობილი, პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო“ მთავარი სლოგანი „რეალური ალტერნატივა“ იქნება, ხოლო საარჩევნო ნომერი – 9. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, “ლელოს“ ფამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება ხვალიდან […]
გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მტრად გამოაცხადა აშშ და ევროპა, ევროკავშირი ოფიციალურად ამბობს, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ფურცელზეც კი არ არსებობს – პირობას გაძლევთ, ჩვენ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში

პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ევროპული სტანდარტების დასაახლოებლად ფინანსებს ევროპული და ამერიკული ფონდიდან მოიზიდავენ. „მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდი 14 მილიარდ ევროს მოიტანს შემდგომი 6 წლის განმავლობაში. ეს იქნება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, […]
საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ჩვენი დახმარება გაგრძელდება – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტების, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას. დანიგანის თქმით, გრძელდება დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართაც. ეს ელჩის პირველი საჯარო განცხადებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა […]
დღეიდან, დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო გახდა

დღეიდან, დაუფასოებელ სურსათზე წარმოშობის ქვეყნის მითითება სავალდებულო გახდა. დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ინფორმაცია, რომლის დაუფასოებელ სურსათზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც სავალდებულოა. სავალდებულო გახდა სურსათზე პროდუქციის დასახელების, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის ნივთიერებების შემცველი პროდუქტის ინგრედიენტების და წარმოშობის ქვეყნის მითითება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე სავალდებულო იყო წარმოშობის ქვეყნის მითითება მხოლოდ ხორცზე, განხორციელებული ცვლილებებით კი, სავალდებულოა ყველა […]
„ბადიში“ გაფართოებისთვის ინვესტორს ეძებს

კომპანია “ბადიში” გაფართოებისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ წარმოების გაფართოების საჭიროება გამოიწვია. გიორგი ჩხაიძის თქმით, კომპანიას საწარმოს აშენება და წარმადობის გაზრდა სურს. “ჩვენ ამ ეტაპზე ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში ვფართოვდებით. მაგალითად, ჩვენი პროდუქცია უკვე დაგხვდებათ “წერტის” ფილიალებში. ასევე, “ვეი მარკეტთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ექსპორტზე გასვლა რთულია. იმისთვის, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილო […]
NYT: ჰანიე მოკლეს ბომბით, რომელიც თეირანში მის საცხოვრებელში თვეებით ადრე დამალეს

The New York Times წერს, რომ ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა. გამოცემა აღმოსავლეთ ქვეყნების 5 ოფიციალურ პირზე, ასევე 2 ირანელ და 1 ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დისტანციური მართვის ბომბი კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა. კერძოდ, წყაროების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისმაილ […]
მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა და ჯაშუშობის ბრალდებით ორი ოფიციალური პირი დააკავა

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთის ელჩი პროტესტის გამოსახატად გამოიძახა. მოლდოვის მთავრობამ ორი ოფიციალური პირი რუსეთის საელჩოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. მოსკოვი პირობას დებს, რომ ამ გაძევებას უპასუხებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა. კიშინიოვი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია და 2030 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. “მოპოვებულია ინფორმაცია და მტკიცებულებები […]
ისტორიული გაცვლა – ამერიკელმა პატიმრებმა რუსეთი დატოვეს

შეერთებულმა შტატებმა დღეს, 1 აგვისტოს დაადასტურა რუსეთთან პატიმრების უპრეცედენტო გაცვლის ფაქტი. მათ შორის ორი ამერიკელი ჟურნალისტია, ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა. ასევე საუბარია ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე და ვლადიმირ კარა-მურზაზე. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ციხეებიდან 16 ადამიანის გათავისუფლება უზრუნველყო. მათ შორის ხუთი უკანონოდ დაკავებული გერმანელი და შვიდი რუსეთის მოქალაქეცაა. მათ სანაცვლოდ, გათავისუფლებულია […]
ბაიდენმა „დიპლომატიური გმირობა“ უწოდა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას და თეთრ სახლში შეხვდა პატიმართა ოჯახის წევრებს

„დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, ბოლოსდაბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა…“ განაცხადა 1 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. პრეზიდენტის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა რუსეთის საპატიმროებიდან 16 პატიმრის, […]