დასავლეთმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს – გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვიც

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა. რაც შეეხება რუსეთს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თქვეს, რომ გაცვლის შედეგად ქვეყანაში 8 მოქალაქე დაბრუნდება. რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა გათავისუფლებულთა სია, რომლის თანახმადაც, რუსეთში, მათ […]
მილიარდერები, რომელთა შვილები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აქტიურ ეტაპზე გადავიდა, ხოლო სახელმწიფოებმა ოლიმპიური ჯილდოების მოგროვება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის, მედლების ჩამონათვალში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელსაც სხვადასხვა სინჯის თხუთმეტი მედალი დაუგროვდა, მათ შორის შვიდი ოქრო. უმაღლესი სინჯის მედლების ჩამონათვალში ჯერაც მოიკოჭლებს ოლიმპიური თამაშების დომინანტი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ეს ქვეყანა, რომლის ათლეტებმა ოცდაექვსი მედალი მოიპოვეს, ამ […]
კიდევ ერთი მედალი – წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მეოთხედფინალში ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია. ლაშას მეორე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადწყვეტილებით (3:2) გამარჯვება მას დარჩა. შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, ნახევრფინალში კი კუბელ ალვარეს მორხეს შეხვდება. ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. […]
ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Artytechs-მა იტალიაში, პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A’ Design Award მიიღო

ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Artytechs-მა იტალიაში, პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A’Design Award მიიღო. როგორც bm.ge-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა და მთავარმა არქიტექტორმა, დადუნა შათაშვილმა განუცხადა, კონკურსში სულ 200,000-ზე მეტი ნამუშევარი მონაწილეობდა და მათგან 300 საუკეთესოს შორის სწორედ „არტიტექსის“ პროექტი მოხვდა. „თავად კონკურსის ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს კონკურსში მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პროექტები ჰქონდათ ნანახი და შემოგვთავაზეს მონაწილეობის მიღება. ბევრი […]
ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია. ლაშა გურულმა ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა. ლაშას მეორე რაუნდში წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადწყვეტილებით (3:2) გამარჯვება მას დარჩა. შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, ნახევრფინალში კი კუბელ ალვარეს მორხეს შეხვდება. ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. შეგახსენებთ, […]
“ტორპედო” “ომონიასთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა. გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თვიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა, მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი […]
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს (ვიდეო)

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს. დეტალებზე თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. “2021 წლის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან იყო პარტია გასწორებული და მეგონა, რომ ძველ, მანკიერ ტრადიციებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას. თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს […]
ინგლისში ოჯახმა, რომელიც ლატარიას 30 წელი ერთი და იგივე რიცხვებით თამაშობდა, £1 მლნ მოიგო

ინგლისში ოჯახმა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ლატარიას ისე თამაშობდა, რომ ერთსა და იგივე რიცხვებს ირჩევდა, ჯეკ-პოტი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, 87 წლის ოდრი კობმა და მისმა სამმა შვილმა მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგეს. ამაში მათ შემდეგი რიცხვები დაეხმარათ: 5, 9, 18, 32, 44, 58 და 34. უფროსი ვაჟის, დევიდის გადაწყვეტილებით, ისინი მოგებას თანაბრად […]
გაერთიანებამ “ძლიერი საქართველო” საარჩევნო კამპანია გახსნა – მათი საარჩევნო ნომერი 9 იქნება

პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძლიერი საქართველო, რომელშიც საარჩევნოდ პარტია ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი გაერთიანდნენ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. კამპანიის გახსნის ღონისძიებიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მთავარი სლოგანი – “რეალური ალტერნატივა” იქნება, საარჩევნო ნომერი კი – 9. ღონისძიებაზე ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველოს მასშტაბით კამპანიას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლებს ხედვას გააცნობენ. […]
Deadpool-ის მესამე ფილმმა სალაროებში ახალი რეკორდი დაამყარა

Deadpool-ის რიგით მესამე ფილმმა სალაროებში ახალი რეკორდი დაამყარა, Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს გლობალურმა შემოსავლებმა კი $30 მილიარდს გადააჭარბა. დებიუტის დღეს, ფილმმა, ბილეთების გაყიდვით, მსოფლიო მასშტაბით, $438 მილიონი შეაგროვა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა. Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს წლის პირველმა ფილმმა, Deadpool & Wolverine-მა, საშინაო პრემიერისას $205 მილიონი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლით კინოსურათი ისტორიაში მერვე, ხოლო 2024 […]