რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებული სამი პირი: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა უკვე ამერიკაში არიან

რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებული სამი პირი: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა უკვე ამერიკაში არიან. ცივი ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლისას გათავისუფლებულები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც მათ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე – პრეზიდენტი კამალა ჰარისი […]
გვინდა გამოვეხმაუროთ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომლის სკანდალის ექო სერიოზული განსჯისა და ფიქრის საგანია მთელ მსოფლიოში

“საზოგადოება ქართული” პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვინდა გამოვეხმაუროთ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომლის სკანდალის ექო სერიოზული განსჯისა და ფიქრის საგანია მთელ მსოფლიოში. ამ ერთი შეხედვით, „უწყინარი“ მხატვრული ინტერპრეტაციით საერთაშორისო რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა დიდი პროვოკაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი. არ დარჩენილა მსოფლიოს არცერთი კონფესია, რელიგიური […]
სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ცნობით, 2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება. “თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსულით ჩანაცვლდა. ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი უკანასკნელი იყო, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა,” – აცხადებს DRI. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ […]
NYT: “ჰამასის” ლიდერი თანამედროვე ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანში კონტრაბანდულად შეიტანეს

“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა. ამის შესახებ The New York Times წერს. სტატიის თანახმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შვიდ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, მათ შორის ორ ირანელს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად, დაახლოებით ორი თვის წინ შეიტანეს თეირანში ისლამური […]
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ასპარეზობაში ჩაერთვება კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას შეეცდება ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა. სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოვა მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კი 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს – 1 000 000 […]
დღეიდან კურსდამთავრებულთა სტაჟირებაზე განაცხადების მიღება იწყება

დღეიდან კურსდამთავრებულთა სტაჟირებაზე განაცხადების მიღება იწყება. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება […]
2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, მეფე მირიანის, ჭანდრის, გეხტმანის, შაქარიშვილის, მარკო პოლოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე არჩილის, ცხაკაიას, დემეტრე თავდადებულის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
ჯეიკ სალივანი – რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში აშშ-ს წარმომადგენლებს არ ჰქონიათ პირდაპირი კავშირი ვლადიმერ პუტინთან

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ პირდაპირი კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „იყო გაფართოებული კომუნიკაცია რუსეთის მაღალჩინოსნებთან. არ ვაპირებ დეტალებში შესვლას, რადგან ეს არხები სენსიტიურია და აუცილებელია მათი დაცვა სწორედ იმ მიზეზით, რომ […]
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 2 აგვისტოს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვის დაწყების შუამდგომლობა დააყენონ, ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ […]
თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა, მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანნ მონტავონმა, მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ […]