მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა და მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია. ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ […]
დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს

2 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან იასპარეზებს ხუთი სპორტსმენი: · ნინო სალუქვაძე ( ტყვიის სროლა) · ლუბა გოლოვონა ( ბატუტზე ხტომა) · გურამ თუშიშვილი ( ძიუდო, +100კგ) · სოფიო სომხიშვილკ (ძიუდო, + 78 კგ) · ლიკა ხარჩილავა ( მძლეოსნობა) შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე 55 წლის ასაკში მე-10 ოლიმპიადაზე ასპარეზობს. მას თავისი კარიერის მანძილზე მოპოვებული აქვს […]
ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია

მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობს. მეოთხედფინალში სპორტსმენმა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გამარჯვებით მან ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა. ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცეჩემპიონი, […]
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამენ. სამძიმრის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ […]
აფხაზეთში კვლავ აგრძელებენ აპარტამენტების კანონის გატანის ხელშეწყობას

ავტორი: ბეჟან მატუა. სოხუმი მიუხედავად აქტიური სამოქალაქო პროტესტისა, აფხაზეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტი ასლან ბჟანია არ აპირებს კანონის პოპულარიზაციის შეწყვეტას, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელებს შეიძინონ აფხაზეთში საცხოვრებელი ფართი. ის ფაქტი, რომ კანონპროექტი “აღმოსავლეთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ” მისი მიღების ინიციატორი დეპუტატების მიერ იქნა გატანილი, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ კანონის წარუმატებლობა. […]
ხაზარაძე და ჯაფარიძე აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში არიან, რადგან მათი პოლიტიკაში მოსვლის საკითხი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან

ხაზარაძე და ჯაფარიძე აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში არიან, რადგან მათი პოლიტიკაში მოსვლის საკითხი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან [მამუკა] ხაზარაძეც და [ბადრი] ჯაფარიძეც განულებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. დეპუტატი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში […]
Responsible Statecraft: გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას

თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას, წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს. სიმართლე კი გაცილებით კომპლექსურია, – ამის შესახებ ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft წერს. როგორც სტატიაში – „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“ ვკითხულობთ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ განსაზღვრულია იმით, თუ […]
ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მეფუტკრეებს მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. „მეფუტკრეების […]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს […]
Responsible Statecraft: შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა

„რუსიფიკაციის“ ნარატივი, ოქტომბერში საარჩევნო კრიზისის რეალურ საფრთხეს ქმნის, რომელსაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ბრიუსელი წაახალისებენ, ყველასთვის არასახარბიელო შედეგებით – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft სტატიაში „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“. სტატიის ავტორის განცხადებით, თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ […]