პეტრე ცისკარიშვილი – ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი – თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“

ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი – თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეწყდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიღო „რუსული კანონი“, რომელიც სწორედ ამ ფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომ „ევროკავშირი განიხილავს ფინანსური დახმარების შეჩერებას“. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, […]
ბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია. ლილუაშვილის აზრით, დასავლეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს. “აშშ თუ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება უწყვეტლივ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და აუცილებლად გაძლიერდება – უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის […]
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ქვეყნებენ: “ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ […]
წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ პირთა შორის ყველაზე მეტი 28 პირი აზერბაიჯანის მოქალაქეა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან გააძევეს ირანის 16; ერაყის 14; ჩინეთის და ინდოეთის 11-11 მოქალაქე. გაძევებულ პირთა შორის ასევე არიან: თურქეთის 9; ნიგერიის და ეგვიპტის 8-8; […]
წლიური ინფლაცია 1.8%-ია

2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.1 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების […]
აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.
მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა და მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია. „ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე […]
ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ისეთი შეთანხმების მიღწევაზე, რომლის ნაწილი ნავალნის გათავისუფლებაც იქნებოდა. „ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც იქნებოდა ალექსეი ნავალნი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ნავალნი გარდაიცვალა, მე […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს!

„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მეგობრებად დემოკრატიისა და ხალხის მტერი რეჟიმები არჩია – ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და რეჟიმს ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს სრული იზოლაცია ემუქრება, რაც სრულ სიღარიბესა და მასობრივ ემიგრაციას გამოიწვევს. “ის, რა განცხადებებიც გვესმის ჩვენი […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც, 6 აგვისტოს 06:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეუწყდებათ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. „აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, […]